LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულებს შორის ერთი ბავშვია

198
htdry5eu

კრწანისის ქუჩაზე ავარიის შედეგად ერთ-ერთი დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა.

ამის შესახებ „ნიუს ჰოსპიტალსის“ დირექტორმა, გიორგი რამიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დაშავებულთაგან ერთ-ერთი ბავშვია.

შსს: კრწანისის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, ერთი გარდაიცვალა

„დაახლოებით ორი საათის წინ კლინიკაში ერთდროულად პოლიტრავმებით შემოიყვანეს ხუთი ადამიანი. აქედან ერთი ადამიანი უმძიმესი პოლიტრავმით, გულის გაჩერებით. ის ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებებით გარდაიცვალა. ოთხ ადამიანზე აქტიური მუშაობა მიდის.

ვადასტურებ, რომ ერთი ბავშვია, რომელსაც მოტეხილობები აღენიშნება. ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა, ზოგიერთის საშუალო სიმძიმის“,- აღნიშნა გიორგი რამიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები