უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მსოფლიო საზოგადოებას დაუყოვნებელი ქმედებებისკენ მოუწოდებს და რუსეთის წინააღმდეგ მისაღები ზომების სიას, უკრაინის მხარდასაჭერად გადასადგმელ ნაბიჯებს აქვეყნებს. ამის შესახებ დმიტრო კულება სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„მსოფლიომ უნდა იმოქმედოს დაუყოვნებლივ. ევროპის და მსოფლიოს მომავალი სასწორზეა.
განსახორციელებელი ქმედებების სია:
1. გამანადგურებელი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ახლა, მათ შორის Swift-ი;
2. რუსეთის სრული იზოლაცია ყველა საშუალებით, ყველა ფორმატში;
3. შეიარაღება, აღჭურვილობა უკრაინისთვის;
4. ფინანსური მხარდაჭერა;
5. ჰუმანიტარული მხარდაჭერა“, – წერს დმიტრო კულება.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა
კიევი საჰაერო თავდასხმის მოლოდინში – დედაქალაქში სირენები ჩაირთო
უკრაინის ტერიტორიაზე ბელარუსის ჯარებიც შეიჭრა
უკრაინულმა ძალებმა დონბასში 5 რუსული თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი ჩამოაგდეს