LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კულება: ვურჩევ ყველას, ვინც რუსეთთან მოლაპარაკებებზე მიდის, არ ჭამონ, არ დალიონ და თავი შეიკავონ ნებისმიერ ზედაპირზე შეხებისგან

147
Untitled design (1)

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო.

შეხვედრის დაწყებამდე კი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინულ მხარეს ურჩია – შეხვედრის დროს, არაფერი ჭამონ, არ დალიონ და თავი შეიკავონ საგნების ზედაპირზე ხელის შეხებისგან.

დმიტრო კულებამ ამის შესახებ უკრაინული ტელეარხების ეთერში საუბრის დროს განაცხადა:

“ყველას ვურჩევ, ვინც რუსეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებზე მიდის, არ ჭამონ ან არ დალიონ რამე. ასევე სასურველია, თავი შეიკავონ ნებისმიერ ზედაპირზე შეხებისგან. ყველა ეს ისტორია ვიღაცამ სადღაც რაღაც მოისმინა, ახლა ბევრი ამგვარი რამე ვრცელდება, რადგან ახალი ამბები, სენსაციები ყველას სწყურია”, – განაცხადა კულებამ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

magti 5g