კურკუმა ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი სუნელია დედამიწაზე. ამერიკის  ჯანმრთელობის ნაციონალურ ინსტიტუტში კურკუმას სამკურნალო თვისებებს 7000–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი მიეძღვნა. ამჯერად კი ცნობილი ხდება ამ უნიკალური სუნელის კიდევ ერთი გასაოცარი შედეგის შესახებ. გამოიკვეთა, რომ კურკუმას ყოველდღიური მიღება მეხსიერებას აუმჯობესებს და აბედნიერებს. ამ დასკვნამდე კალიფორნიის უნივერსისტეტის მიცნირები მივიდნენ, რომლებმაც ექსპერიმენტი ჩაატარეს. 40-მდე პაციენტზე დაკვირვებამ, რომელთა ასაკი 50-დან 90 წლამდე მერყეობდა, აჩვენა, რომ კურკუმას სისტემატიური მოხმარების შედეგად, პაციენტების მეხსიერება გაუმჯობესდა.

ექსპერიმენტის მონაწილეებს კომპლექსური გამოკვლევა ჩაუტარეს, 6 თვის შემდეგ კი დიაგნოსტიკა გაიმეორეს. 28 პროცენტში საგრძნობლად იმატა მეხსიერებისა და ყურადღების ასპექტებმა, ამასთან შეინიშნებოდა ხასიათის სწრაფი ცვლილება ცუდიდან კარგისკენ.

 

 

კატეგორიები: ჯანმრთელობა

მსგავსი თემები