შიზოფრენია დღემდე გაურკვეველი ეტიოლოგიის დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნებოდა. დანიისა და ავსტრალიის უნივერსიტეტების მკვლევართა უახლესმა დასკვნამ კი აქამდე არსებული ინფორმაცია თავდაყირა დააყენა. მკვლევართა ჯგუფმა ჯონ მაკგრატის ხელმძღვანელობით დაადგინა, რომ D ვიტამინის დეფიციტი პრენატალურ ანუ ორსულობის პერიოდში, სამომავლოდ შიზოფრენიის განვითარებას უწყობს ხელს. ეს კი ნიშნავს, რომ პროცესი ჯერ კიდევ ემბრიონის ჩამოყალიბების პერიოდში იწყება. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის ნაკლებობა ორსულობისას სამომავლოდ შვილის შიზოფრენიის განვითარების რისკს 44 %–ით ზრდის.
კვლევაში ნათქვამია, რომ ეს დასკვნა უდიდეს გადატრიალებას მოახდენს მედიცინაში, რაც შესაძლებლობას მოგვცემს D ვიტამინის დეფიციტის მქონე ახალშობილებში, მკურნალობის შედეგად, შიზოფრენია თავიდან ავიცილოთ.
