LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვესიტაძე: მე პირადად ვიხდი ბოდიშს გაბუნიას უპასუხისმგებლო ტექსტის გამო

1216
Untitled

“ამის მოსმენა ჩემთვის იყო ძალინ მძიმე. მეც ამ არხის თანამშრომელი ვარ და მე ზუსტად ვიცი, როდესაც ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ გავხდეთ ჟურბალისტები, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ გვაკისრია უზარმაზარი პასუხისმგებლობა ჩვენი მაყურებლების და ამ ქვეყნის წინაშე”- ასე გამოეხმაურა გადაცემაში “კვირის აქცენტები” ეკა კვესიტაძე გიორგი გაბუნიას მიერ რუსთავი 2-ის გადაცემა P.S-ის პირდაპირ ეთერში გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს რუსულ ენაზე აგინებდა.

კვესიტაძე ბოდიშს იხდის და ამბობს, რომ ის რაც მოვისმინეთ, უპასუხისმგებლო ტექსტი იყო. ამასთან, როგორც კვესიტაძემ თქვა, მისთვის გასაკვირია, რომ გაბუნიამ შექმნილი კონტექსტი ვერ გაითვალისწინა და ოპონენტებს ამ განცხადების ტელეკომპანიის საწინააღმდეგოდ გამოყენების საბაბი მისცა:

‘ჩვენ გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა ეთიკისა და სტანდარტის მიმართ,რომელსაც უნდა პატივი. სხვა შემთხვევაში, ჩვენ არ გვაქვს უფლება ვიყოთ ჟურნალისტები. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს თავს, კოლეგებს, რომლებიც ამ არხზე მუშაობენ თავდაუზოგავად, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ამ არხს, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს ბრძოლას, რომელიც არ გადის მხოლოდ ამ არხზე. ეს ბრძოლა გადის ამ ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის შენარჩუნებაზე. პატივი უნდა ვცეთ ჩვენს მაყურებელს და გულშემატკივრებს და უნდა ვიცოდეთ რა პასუხისმგებლობას ვატარებთ როდესაც პირდაპირ ეთერში ვზივართ” – თქვა ეკა კვესიტაძემ.

პრემიერი: რაც R2-ზე ვიხილეთ პროვოკაციის ამაზრზენი აქტი და დესტაბილიზაციის მცდელობაა

მამუკა ბახტაძე გაბუნიას მიერ პირდაპირ ეთერში გინებას საკუთარ ტვიტერისა და ფეისბუქის გვერდზე გამოეხმაურა.

გიორგი გაბუნიას მიერ პირდაპირ ეთერში ვლადიმერ პუტინის გინება პრემიერმა ქვეყნის წინააღმდეგ პროვოკაციულ ომად შეაფასა. მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ წამყვანის ქმედებას მოქალაქეები უნდა გაემიჯნონ და პოლიტიკურად საშიშ პროვოკაციად შეაფასონ.

მსგავსი აზრი ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარესაც. არჩილ თაალაკვაძემ გაბუნიას ქცევა ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ პროვოკაციად შეაფასა.

გაბუნიას მიმართვა უკვე შეაფასა ეთიკის ქარტიამაც. საბჭოს განცხადებით, ეს არაეთიკური განცხადებები აღვივებს ხელისუფლების მისწრაფებებს შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება.

ქარტიის საბჭოს განცხადება “რუსთავი 2-ის” წამყვანის მიერ პუტინის გინებაზე

"გადაცემის წამყვანის ამგვარი არაეთიკური და უპასუხისმგებლო განცხადებები აღვივებს მედიის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ ხელისუფლების მისწრაფებების აქტუალობას"

რუსთავი 2 ამბობს, რომ გაბუნიას მიმართვას თვითრეულირება განიხილავს, მთავრობის წარმომადგენლების მსავსი შეფასებები კი სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევაა.

რუსთავი 2-ის გადაცემა პოსკრიპტუმის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს აგინა. რუსულენოვან მიმართვაში მან არაეთიკურად და შეურაცხმყოფლად მოიხსენია პუტინის გარდაცვლილი დედაც. გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ კვირის აქცენტების სპეციალურ ეთერში განაცხადა, რომ მომხდარი კატეორიულად დაუშვებელი და მიუღებელია.

ნიკა გვარამიასთვის მიუღებელია, რომ გაბუნიამ პუტინს რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში რუსულად აგინა

"არ ვაპირებ პუტინის გინების გამო ბოდიშის მოხდას, მაგრამ მიმაჩნია, რომ მშვენივრად შეიძლებოდა ამ დამოკიდებულების ჩატევა ორ სიტყვაში"

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g