LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვიციანი: მაღლა ქვა რომ ისროლო, ქვემოთ იურისტს მოხვდება

111
pjimage-2

მოსამართლეობის კანდიდატის კეთილსინდისიერება რომ დავინახოთ, მისი წარსული უნდა ვიცოდეთ. თუ მომავალი გვაინტერესებს, მაშინ ლელა კაკულიას ტესტი უნდა გაიარონ, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ემზარ კვიციანმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით ეკა ბესელიას და 12 დეპუტატის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს.

კვიციანი ამბობს, რომ კანონპროექტი არანაირ წინააღმდეგობაში არ მოდის კონსტიტუციასთან.

დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ კეთილსინდისიერების განსაზღვრისთვის საჭიროა მოსამართლეობის კანდიდატების წარსული საქმიანობა ცნობილი იყოს.

„მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც გამოვიარე რეპრესიები სწორედ ამ მოსამართლეების ხელში. ბუნებრივია, რომ მაქვს პროტესტი ამ მოსამართლეებთან დაკავშირებით. საქართველოში მაღლა ქვა რომ ისროლო, ქვემოთ იურისტს მოხვდება. კეთილსინდისიერი იურისტები არიან მოსაძებნი იმისთვის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები იყვნენ. მოდი ყველამ ერთად დავუსვათ წერტილი ამ უსამართლობას, რომელიც დღემდე გრძელდება ჩვენს ქვეყანაში

აუცილებელია მოსამართლეებმა გაიარონ ფილტრი. სწორედ ის ფილტრი, რომელსაც ეკა ბესელია გვთავაზობს. კეთილსინდისიერების გარეშე მოსამართლე არ შეიძლება რომ დაინიშნოს. ამ კეთილსინდისიერებას კი რითი ვხვდებით? წარსული უნდა ვიცოდეთ მისი. თუ მომავალზეა საუბარი, მაშინ ლელა კაკულიას ტესტი უნდა გაიარონ“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

“საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში 13 დეპუტატის მიერ ინიცირებული ცვლილებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესს ახლებურად განსაზღვრავს. პროექტის თანახმად, მოსამართლეთა წარდგენა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან 2/3 კვორუმით ხდება. როგორც მოსამართლე, ისე არამოსამართლე წევრების მხარდაჭერა ხდება საჭირო. ასევე ითვალისწინებს მოსამართლეთა შერჩევის ღია და საჯარო კონკურსის ჩატარებას.

ბესელიასთან ერთად კანონპროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები: ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, ბექა ნაცვლიშვილი, ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია, გელა მიქაძე, ემზარ კვიციანი, ადა მარშანია, ნატო ჩხეიძე, გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები