კვიპროსი ტურისტულ სეზონს 15 ივნისიდან გახსნის. ამის შესახებ განცხადება ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის პალატის წარმომადგენელმა ანდრეას კიპრიანუმ გააკეთა.

საბოლოო გადაწყვეტილება ექსპერტთა რეკომენდაციების გათვალისწინებით შესაძლოა შეიცვალოს კიდეც, თუმცა დანიშნულება სეზონის გასახსნელად მაინც მზად იქნება.

კიპრიანუს განცხადებით, ხელისუფლებას დიდი იმედი აქვს რომ ტურისტული ნაკადი 30%–ით მაინც აღდგება და ფინანსური მდგომარეობა ცოტა მაინც გაუმჯობესდება. გათვლა დაახლოებით მილიონ ვიზიტორტზე კეთდება, ტურისტულ სერვისებზე დახარჯული ფულის ოდენობა კი 800 მილიონი ევრო უნდა იყოს.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს დანიშნულებას 4 მილიონი ტურისტი ეწვია და მათ ბიუჯეტში 2,6 მილიარდი ევრო დატოვეს.

იმისათვის რომ სეზონი წარმატებული გამოვიდეს, მთელი სარეკლამო კამპანიაც დაიწყო. კვიპროსელები ცდილობენ დაამტკიცონ რომ პანდემია დამარცხებულია და დამსვენებლებისთვის უსაფრთხო გარემოა შექმნილი.

„კვიპროსი ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა, მსოფლიო მასშტაბით კი უსაფრთხოთა სიაში მეხუთე ადგილს იკავებს“ – დააზუსტა კიპრიანუსმა.

რესტორნები და ბარები ღია სივრცეში გადადის და სტუმრებს შორის სოციალური დისტანცია იქნება დაცული.

რაც შეეხება ღამის კლუბებს, მათ წარმომადგენლებს ჯერ–ჯერობით უჭირთ რაიმე პროგნოზის გაკეთება. კლუბში 2–მეტრიანი დისტანციის დაცვა ძალიან რთული იქნება, ამიტომ ზაფხულის სეზონმა შესაძლოა ცეკვის გარეშე ჩაიაროს.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05