საქართვლოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-ის სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონს შეხვდა.

პრემიერის შეფასებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან საინტერესო, დეტალური და საქმიანი შეხვედრა შედგა.

”ჩვენ გვაქვს ზურგს უკან ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობის 25 წელი და გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვერა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, სადაც ჩვენი ურთიერთობების ყველა მიმართულებაზე და მათი გაღრმავების ძალიან საინტერესო პერსპექტივებზე ვისაუბრეთ. შეხვედრა იყო ძალიან დეტალური, საქმიანი , სადაც განვიხილეთ ძალიან საინტერესო პერსპექტივები ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავების და აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერისა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები