LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვლევა: ბავშვების ნაწილს შესაძლოა ახალი კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტი აქვს

217
Capture

ბავშვების ნაწილს შესაძლოა ახალი კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტი აქვს, ამის შესახებ ინფორმაციას ,,ვაქცინაციისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსი” საკუთარი ვებგვერდის და ,,ტვიტერის” ანგარიშის საშუალებით ავრცელებს. უახლეს კვლევაზე დაყრდნობით, რომელიც ჟურნალ “მეცნიერებაში” გამოქვეყნდა, ორგანიზაცია იუწყება, რომ სხვა ტიპის კორონავირუსების, მათ შორის გაციების გამომწვევი ვირუსების გადატანის შემდეგ ადამიანებს, უფრო მეტად კი ბავშვებს  შესაძლოა იმუნიტეტი რჩებათ სარს-კოვ-2-ის წინააღმდეგაც.

მკვლევარებს მიაჩნდათ, რომ შესაძლოა სახეზე ყოფილიყო ე.წ. “ჯვარედინი” იმუნური ეფექტი და სხვა ტიპის კორონავირუსების გადატანის შემდეგ ორგანიზმს იმუნიტეტი ჰქონოდა არამხოლოდ გადატანილი კორონავირუსის, არამედ სხვა კორონავირუსების მიმართაც.

კვლევის ფარგლებში შეისწავლეს იმ ადამიანების ორგანიზმში აღმოჩენილი ანტისხეულები, რომლებსაც არასდროს შეხვედრიათ ახალი კორონავირუსი და აღმოჩნდა, რომ ამ ანტისხეულებს კორონავირუსის ცილოვან წვეტებთანაც შეუძლიათ დაკავშირება და ამრიგად, მათი უჯრედში შეჭრის პრევენცია.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კვლევაში მონაწილე 302 ზრდასრულიდან დაახლოებით 5%-ს ჰქონდა ანტისხეულები, რომლებსაც სარს-კოვ-2-ის ამოცნობა შეუძლიათ. მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იყო 6-16 წლის ასაკის ბავშვებში. ანტისხეულები კვლევაში მონაწილე ბავშვების 62%-ს აღმოაჩნდა. ამას მკვლევარები მარტივად ხსნიან – სეზონური კორონავირუსებით ბავშვები და მოზარდები უფრო ხშირად ავადობენ და მათი საწინააღმდეგო ანტისხეულებიც აქვთ სისხლში. დიდი ალბათობით სწორედ ეს არის იმის მიზეზიც, რომ ბავშვები ახალი კორონავირუსით ნაკლებად ავადობენ, ინფიცირების შემთხევაში კი ბავშვების აბსოლუტურ უმეტესობას ვირუსი მარტივ და საშუალო ფორმებში გადააქვს.

დადგინდა ისიც, რომ ვირუსის ცილოვანი წვეთები ორ სუბერთეულს, S1 და  S2-ს შეიცავს, S2 კი თითქმის ყველა კორონავირუსში მსგავსია. სწორედ ამიტომაც უნდა მუშაობდეს ჯვარედინი იმუნური რეაქციის პრინციპი. ამ აღმოჩენას მეცნიერები ძალიან მნიშვნელოვანს უწოდებენ და ამბობენ, რომ სწორედ მან შეიძლება მსოფლიო კორონავირუსების საწინააღმდეგო უნივერსალური ვაქცინის შექმნამდე მიიყვანოს.


 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები