LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლადო ბედუკაძე პოლიტიკურ გადაცემას წაიყვანს

94

„თუკი დღის თემა იქნება საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, მაშინ იქნება [ამ საკითხზე საუბარი გადაცემაში], მაგრამ ისე, უბრალოდ ყოველდღიური რუსული პროპაგანდა ნამდვილად არ იქნება” – ამის შესახებ პარტია „ცენტრისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა ვლადიმერ ბედუკაძემ გამოცემა „ლიბერალთან” იმ საავტორო გადაცემაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც, სავარაუდოდ „თბილისი 24-ის” ეთერში გავა.

ბედუკაძე ამბობს, რომ აპირებს, 5-7-წუთიანი პოლიტიკური გადაცემის გაძღოლას, რომლებიც პოლიტიკურად მნიშვნელოვან თემებს მიმოიხილავს.

„ეს გადაცემა ორ კომპანიას შევთავაზე. ერთ-ერთი არის „თბილისი 24″ მეორე… თავს შევიკავებ დასახელებისგან ჯერჯერობით. შეთავაზებაზე საბოლოო პასუხი ჯერ [არცერთი კომპანიისგან] არ მიმიღია” – ამბობს ბედუკაძე.

„ლიბერალის” შეკითხვაზე, იქნება თუ არა გადაცემის პრიორიტეტი საქართველო-რუსეთის ურთიერთობების მიმოხილვა, ბედუკაძე ამბობს, რომ იქნება, თუკი ეს დღის მნიშვნელოვანი თემა იქნება და „უბრალოდ ყოველდღიური რუსული პროპაგანდა ნამდვილად არ იქნება”.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით შპს „თბილისი 24“ კომისიის უწყებრივ რეესტში მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირად გატარდა.

„კომპანია კერძო საერთო ტელემაუწყებლობის დაწყებას მიმდინარე წლის 31 დეკემბერს გეგმავს. „თბილისი 24“ დღე-ღამის განმავლობაში 6 საათი ქართულ ენაზე იმაუწყებლებს. კომპანია ინტერნეტ ტექნოლოგიის და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების ქსელის საშუალებით გავრცელდება” – ნათქვამია კომისიის 26 დეკემბრის განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები