LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლალი მოროშკინა: „ვირუსი არც ისე საშიში აღმოჩნდა, ეს არის ფსევდოსენი და სიურრეალისტური პანდემია“

497
lalimoroshkinanews20

ტელეჟურნალისტი და პიარის სპეციალისტი, ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც კორონავირუსის პანდემიის შესახებ საუბრობს და წერს, რომ ეს ვირუსი არ აღმოჩნდა ისეთი საშიში, როგორც ივარაუდებოდა.

„აი, ძალიან არ მსიამოვნებს ამის დაწერა, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას, თუნდაც იმიტომ, რომ გენეტიკოსის, ექიმის და მეცნიერის, ვიქტორ მოროშკინის შვილი ვარ! შევისწავლე ათი დღის განმავლობაში ჩვენი სახელოვანი ეპიდემიოლოგების სტატიებზე კომენტარები.

ათასობით გინება

არც ერთი მოწონება,

ათასობით წყევლა – არც ერთი მადლიერი სიტყვა,

ათასობით გაწბილება, არც ერთი მოფერება!

ახლა დავფიქრდეთ, რა ხდება!!!!

ვირუსი აშკარად მუტირებული და დამარცხებულია, არც ისე საშიში არ აღმოჩნდა, როგორც აღნიშნა ლევან რატიანმა და ჩაქოლეს უფროსებმა….

სახეზეა ცრუ განგაში

ფსევდოსენი

სიურრეალისტური პანდემია…

აი, სკოლაში რომ გვეზარებოდა წასვლა და რაღაცას ვიგონებდით…

მტკივა დანგრეული ეკონომიკა, გაპარტახებული ტურიზმი, კოვიდშეშლილი ადამიანები (ყველას ფსიქიკამ ვერ გაქაჩა)

მტკივა შებღალული თეთრი ხალათი…

P.S. ეს “დაჟე” ვაკის საცობზე უარესია

ჰიპოკრატე ნერვნო კურიტ ვ კორიდორე….

ლხინი აქა, მიშა იქა, ჯანი აქა ქატო იქა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები