LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლალი მოროშკინას გვერდით „თბილისელი, ნორმალური, კარგი ბიჭია“

2421
lali-moroshkina-news5

ლალი მოროშკინა ჟურნალ „თბილისელებთან“ პირად ცხოვრებაზე საუბრობს და ადასტურებს მოარულ ხმებს იმასთან დაკავშირებით, რომ მის გვერდით ახალგაზრდა მამაკაცია – „მე თავად ახალგაზრდა ვარ და ვერ მეყოლება ძველგაზრდა მამაკაცი გვერდით… არ მიმაჩნია 10 წლით ჩემზე უმცროსი მამაკაცი პატარად. ისეთი ყვავისხელა ვარ, ჩემზე პატარა აღარ გამოდის (იცინის).

ანუ შეყვარებული ხარ. შენ გვერდით 40 წლის მამაკაცია, ვის გვერდითაც თავს მშვიდად გრძნობ?

ჩემს გვერდით ის ნამდვილად გრძნობს თავს მშვიდად (იცინის). თბილისელი, ნორმალური, კარგი ბიჭია. მე ცხოვრებაზე ვარ შეყვარებული და ვიღებ იმ საჩუქრებს, რომელსაც ის მიგზავნის.

ეს მამაკაციც ერთ-ერთი საჩუქარია?

რა თქმა უნდა. ფუფუნებაა, როცა გვერდით გყავს ადამიანი, რომელსაც შენი ესმის, ეს მთავარია. როცა ადამიანებს შორის გრძნობაა, იქ მინუს-პლუს ათი წელი არაფერს ნიშნავს“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g