LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარი დოლართან 3, ხოლო ევროსთან – 8 თეთრით გამყარდა

72
d43209b6fd102bb046dad0b407fa48d6-XL

დღევანდელი, ანუ 19 მარტის ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1568 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1804 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0236 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4109ლარია. დღეს მოქმედი კურსი 3.4997 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0888 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

ცნობისთვის, ეროვნული ვალუტის დასახმარებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები