LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ფურცხვანიძე მოსამართლეს: „არც მე და არც სხვა ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ვცნობთ დამნაშავედ“

135
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (5)

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული 9 პირიდან ბრალს არც ერთი აღიარებს.

„არც მე და არც სხვა ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ვცნობთ დამნაშავედ“,- განაცხადა „გრინსერვის+“-ის დაკავებულმა დირექტორმა ლაშა ფურცხვანიძემ მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის კითხვაზე, ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ.

მოსამართლის აღნიშნულ კითხვაზე დანარჩენმა ბრალდებულებმაც იგივე პოზიცია დააფიქსირეს, ერთმა, გიორგი ვახტანგაშვილმა კი აღნიშნა, რომ ის დუმილის უფლებით სარგებლობს.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული 9 პირის წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში განუცხადა, რომ ელოდებიან ექსპერტიზის შედეგებს, რომელმაც უნდა გასცეს პასუხი, რამდენად იყო შესაბამისობაში მშენებლობა პროექტთან, ხოლო პროექტი სამშენებლო ნორმებთან.

„მნიშვნელოვან ექსპერტიზის დასკვნებს და მტკიცებულებებს ველოდებით, რომლის საფუძველზე მოხდება მსჯელობა, არსებობს თუ არა სხვა პირების პასუხისმგებლობა – დაცვის მხარის პოზიცია, რომ შესაბამისი ექსპერტიზები არ ჩატარებულა, სინამდვილეს არ შეესაბამება,“– განმარტა პროკურორმა.

წინასასამართლო პროცესზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.

პროკურატურა ყველა ბრალდებულის პატიმრობაში დარჩენას მოითხოვს.

 

მთავარ სლაიდზე ფოტო: ipn
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები