LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლებრონმა ჯორდანის რეკორდი მოხსნა: ზაზა ფინალში კლივლენდს დაეჯახება

98

ლებრონ ჯეიმსმა მაიკლ ჯორდანის პლეი-ოფებში ქულების რეკორდი დაამხო და თან ზედიზედ მეშვიდედ გავიდა ფინალში.
მიჯრით მესამედ ჩემპიონობისთვის „კლივლენდი“ და „გოლდენ სტეიტი“ იბრძოლებენ.

„კლივლენდმა“ მეხუთე მატჩში „ბოსტონი“ გაანადგურა – 135:102 და სერიის 4:1 მოგებით დიდ ფინალში გავიდა. ყველაზე შედეგიანი ლებრონ ჯეიმსი გახდა – 35 ქულა.
ლებრონი NBA-ს პლეი-ოფების ისტორიაში ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდა – 5995 ქულა. აქამდე ეს რეკორდი მის უჰაერესობას მაიკლ ჯორდანს ეკუთვნოდა – 5987. ჯეიმს რეკორდისთვის 33 თამაშით მეტი და დასჭირდა, თუმცა 118 სროლით ნაკლები.

ახლა ფინალში ლებრონის გუნდი ჩვენი ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტს“ შეხვდება. შარშან „კლივლენდმა“ 1:3 ამოუქაჩა და ჩემპიონი გხდა. 2015 წელს კი „უორიორსმა“ სერია 4:2 მოიგო.

რა მოხდება წელს?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები