LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NBA-ის ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მოთამაშეები

153
ლებრონ

ამერიკულმა გამოცემამ Forbes ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2023 წლის ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მოთამაშეების რეიტინგი გამოაქვეყნა.

სიის სათავეში „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ 38 წლის ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი მოექცა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში NBA-ის ოთხგზის ჩემპიონის შემოსავალმა 117.6 მილიონი დოლარი შეადგინა. აქედან ხელფასის სახით მიღებული თანხა 47.6 მილიონ დოლარია, 70 მილიონი კი მოედნის მიღმა გამომუშავებულ თანხას წარმოადგენს.

რეიტინგში ასევე მოხვდნენ: სტეფ კარი, კევინ დურანტი, იანის ანტენტოკუნმპო, დემიან ლილარდი, კლეი ტომპსონი, ჯოელ ემბიდი, ჯეიმს ჰარდენი, ჯიმი ბატლერი, პოლ ჯორჯი და ნიკოლა იოკიჩი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები