LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლექს-სენი: „ბათუმში რუსები საკმაოდ დიდი უფლებებით „ბლატაობენ“, ვისთანაც გასდით. ქართველებს აშინებენ…“

201
ლექს-სენი

რეპერი ლექს-სენი ჟურნალ „გზასთან“ ბათუმის პორტში რუსული გემის შემოსვლას აფასებს:

„რაც დღეს ხდება, ეს არის აბსოლუტური მარაზმი და საკუთარი ქვეყნის ღალატი. საღად მოაზროვნე ადამიანი სხვაგვარად ვერ იფიქრებს. აქ ოკუპანტების ადგილი არ არის…

ბათუმში რუსები საკმაოდ დიდი უფლებებით „ბლატაობენ“, ვისთანაც გასდით. ქართველებს აშინებენ, – თქვენ ჩვენი მონები ხართ, ჩვენ ძლიერი ქვეყნის წარმომადგენლებიო. დიახ, ამ ნარატივს ავრცელებენ. ამას ყველა ხედავს, ეს ხომ ახალი ამბავი არ არის?

პირადად მე პროტესტს ყველანაირი ფორმით გამოვხატავ…“

ნუკი კოშკელიშვილი: „სირცხვილია, რომ საერთოდ, რუსები საქართველოში შემოსვლას ბედავენ, თან, ბათუმის პორტში, აქციაზე მდგომ ქართველებს ხომ ნახეთ, როგორ ეტლიკინებოდნენ?“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები