LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან კობიაშვილმა და კახი კალაძემ ქართველ ფეხბურთელებს გამარჯვება პირადად მიულოცეს (ვიდეო)

333
BeFunky-collage - 2020-10-09T104803.516

“ქართული ოცნების’ გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზუიდენტი ლევან კობიაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ვიდეომასალას ავრცელებს, სადაც ის თბილისის მოქმედ მერთან ერთად  ულოცავს თითოეულ ქართველ ფეხბურთელს ბელარუსთან მატჩში გამარჯვებას.

საქართველომ ბელარუსი ანგარიშით 1:0 დაამარცხა

“გილოცავთ გამარჯვებას! ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალური მატჩი ბელარუსის წინააღმდეგ ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა!

დარწმუნებული ვარ, გამარჯვებას ფინალში აუცილებლად ვიზეიმებთ!

მადლობა ჩვენს ნაკრებს!
მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის!

კიდევ ერთხელ ვულოცავ თითოეულ ქართველს ამ უდიდეს წარმატებას” – წერს ლევან კობიაშვილი სოციალურ ქსელში.

კალაძე: გამარჯვებას გილოცავ საქართველო!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები