LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიეტუვა საგანგებო მდგომარეობას აცხადებს

92
1

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყო, ლიეტუვამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო.

ინფორმაციას ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი LRT ავრცელებს.

“დღეს ხელს მოვაწერ განკარგულებას საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ, რომელსაც პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე მიიღებს”, – თქვა პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ.

როგორც ქვეყნის მეთაურმა განაცხადა რუსეთის ქმედებები “არაპროვოცირებული სამხედრო აგრესიაა”.

“ჩვენ ვხედავთ რუსეთის დანაშაულებრივ ქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ არ შეგვიძლია გულგრილი დავრჩეთ ამ არაპროვოცირებული სამხედრო აგრესიის მიმართ, რომელიც საფრთხეს უქმნის მილიონობით უდანაშაულო სიცოცხლეს და ძირს უთხრის საერთაშორისო მშვიდობასა და წესრიგის საფუძველს”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, ამ დრომდე გავრცელებული ინფორმაციით:

რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ორი სოფელი აიღეს და ლუცკში სატელევიზიო ანძა ააფეთქეს: UNIAN

უკრაინულმა ძალებმა დონბასში 5 რუსული თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი ჩამოაგდეს

უკრაინა საჰაერო სივრცეს კეტავს

ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა

რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე – ქვეყნის მასშტაბით აფეთქებები და ხანძრებია

კიევი საჰაერო თავდასხმის მოლოდინში – დედაქალაქში სირენები ჩაირთო

უკრაინულმა ძალებმა დონბასში 5 რუსული თვითმფრინავი და 1  ჩამოაგდეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები