LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლიეტუვის სწრაფი რეაგირების ძალები მზადყოფნაშია მოყვანილი“ – ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი მობილიზაციაზე

61
Untitled design

მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, ლიეტუვა გარკვეულ ზომებს მიმართავს.

ლატვია უარს ამბობს რუსეთის იმ მოქალაქეების მიღებაზე, რომლებიც გამოცხადებულ მობილიზაციას თავს აარიდებენ

როგორც ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი სოციალურ ქსელში წერს, ლიეტუვის სწრაფი რეაგირების ძალები მზადყოფნაშია მოყვანილი:

„იმის გამო, რომ რუსეთის სამხედრო მობილიზაცია ასევე განხორციელდება ჩვენს საზღვრებთან (კალინინგრადის რეგიონი), ლიეტუვის სწრაფი რეაგირების ძალები მზადყოფნაშია მოყვანილი, რათა თავიდან აიცილოს ნებისმიერი პროვოკაცია რუსეთის მხრიდან“, – აღნიშნულია არვიდას ანუსაუსკასის „ტვიტში“.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

განკარგულების მიხედვით, სამხედრო სამსახურში გაიწვევენ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, ვინც ამ ეტაპისთვის რეზერვში იმყოფება და უპირველესად მათ, ვისაც უმსახურია შეიარაღებული ძალებში, აქვს გარკვეული რაიმე სპეციფიკური სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება.

განკარგულებამ რუსეთის მოსახლეობის ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია და რუსეთის დიდ ქალაქებში აქციები დაიგეგმა.

ამავე თემაზე, ვრცლად წაიკითხავთ აქ:

რისთვის დაიღუპება ათასობით მამაკაცი? პუტინის სასახლისთვის? – რუსეთში მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციების ჩატარებას გეგმავენ

პოდოლიაკი: „სამდღიანი“ ომის 210-ე დღე, რუსებმა მიიღეს – მობილიზაცია, ჩაკეტილი საზღვრები და ციხე დეზერტირობისთვის, ცხოვრებას შესანიშნავი იუმორის გრძნობა აქვს

პუტინი: ვინც რუსეთის ბირთვული იარაღით დაშანტაჟებას ცდილობს, უნდა იცოდნენ, რომ მოვლენები, შესაძლოა, მათ საწინააღმდეგოდ შემობრუნდეს

ლატვია უარს ამბობს რუსეთის იმ მოქალაქეების მიღებაზე, რომლებიც გამოცხადებულ მობილიზაციას თავს აარიდებენ

„ორმაგ რაოდენობას იმიტომ იძახებენ, რომ ის 150 000 უკვე გონებაში ჩამოწერეს. რა კარგია იყო რუსი პუტინის მმართველობის ქვეშ“ – არესტოვიჩი რუსეთში 300 000 რეზერვისტის მობილიზებას ეხმაურება

სააკაშვილი: დღეს პუტინმა მისი რეჟიმის დასრულება და რუსეთის დაშლა დააჩქარა, აღიარა, რომ ომს აგებს და იყენებს ბოლო არგუმენტს – ბირთვულ იარაღს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები