როგორც ჩანს, ლილი ჯეიმსისა და დომინიკ ვესტის ხანმოკლე რომანზე აგორებული სკანდალი გაგრძელდება. მაყურებელი უახლოეს პერიოდში იხილავს მინი-სერიალს „სიყვარულის ძიებაში“, სადაც წყვილი ისევე ერთად გამოჩნდება. ,,სიყვარულის ძიებაში“ ნენსი მიტფორდის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციაა, რომელიც ორი მეგობარი გოგონას, ფანი და ლინდას შესახებ გვიყვება.
ეკრანებზე უკვე გამოვიდა სერიალის პირველი ეპიზოდი და ის მაშინვე გახდა სკანდალური. ლილი ჯეიმსი სერიალში შიშველი ჩნდება, ის ორსულის როლს ასრულებს. საინტერესოა, რომ ამავე სერიალში მისი პარტნიორია დომინიკ ვესტი, რომელთანაც ჯეიმსს რომანი ჰქონდა. სწორედ ლილი ჯეიმსი გახდა მიზეზი იმისა, რომ დომინიკ ვესტს ოჯახი დაენგრა. წყვილი ამჯერად ერთად არაა, თუმცა მედია ვარაუდობს, რომ ახალი სერიალი ბევრ რამეს ახდის ფარდას.
დომინიკ ვესტი ცოლს გამოუტყდა, რომ ლილი ჯეიმსი უყვარს