ლიონელ მესიმ „ბარსელონა“ დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი ავრცელებს.

„მიუხედავად იმისა, რომ კლუბმა და ლეო მესიმ მიაღწიეს შეთანხმებას და გეგმავდნენ ახალი კონტრაქტის გაფორმებას, ფინანსური და სტრუქტურული წინაღობების გამო, რომელიც ლა ლიგას წესებს უკავშირდება, ფეხბურთელთან ხელშეკრულების გაფორმება შეუძლებელი გახდა.

ამასთან დაკავშირებით, ლიონელ მესი აღარ ითამაშებს „ბარსელონაში“. მხარეები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ კლუბისა და ფეხბურთელის სურვილის ასრულება არ მოხერხდება“, – ნათქვამია “ბარსელონას” განცხადებაში.

მსგავსი თემები