LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლირიული სადღეგრძელო თუ ჭკვიანური ნაბიჯი – როგორ აფასებენ ხაზარაძის “ლელოს”

373
70221100-1353022861523684-6959176466516934656-o

TBC ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს საზოგადოებრივი მოძრაობა წარადგინა. პრეზენტაცია ანაკლიაში, ზღვის ნაპირას გაიმართა. მოძრაობას “ლელო” ერქმევა. სახელი მან საქართველოს ისტორიის და გალაკტიონ ტაბიძის ლექსის გავლენით შეარჩია.

“ორ ზღვას შუა ძველისძველად საომარი იყო ლელო, ის გადარჩა და სახელად ეწოდება საქართველო”.

„შეიძლება მადლობაც კი ვუთხრა იმ ჩინოვნიკებს, რომ თვალი ამიხილეს“ - ხაზარაძის მოძრაობას “ლელო” ერქმევა

“ჩვენ ვეძებთ ლიდერებს, წარმატებულ ადამიანებს. ეს გაერთიანება უახლოეს ხანში პოლიტიკური პარტია იქნება"

ხაზარაძის წამოწყებას არასერიოზულად აღიქვამენ “ქართული ოცნების” დეპუტატები. ირაკლი სესიაშვილი განცხადებებს „პოლიტიკურ სადღეგრძელოდ“ აფასებს და ხაზარაძეს ურჩევს ჯერ ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს. იმავე აზრზეა „ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

„მამუკა ხაზარაძე პოლიტიკურ ველზე უფრო მარტივად დაიმკვიდრებდა ადგილს, თუ იმ ვალდებულებებს შეასრულებდა, რაც იმ ადგილთან დაკავშირებით აქვს, სადაც პრეზენტაცია გამართა“.

ხაზარაძის გეგმებს სერიოზულად არ აღიქვამს გია ვოლსკიც.

“მართალი გითხრათ, არ მოველოდი ასეთი ბიბლიური, მისტიური, ლირიული წარმოდგენა ჰქონდა – ლელო, საქართველო, პოეზია… მე უფრო მეტს მოველოდი. მე ძალიან მდარე შთაბეჭდილება დამრჩა და მეტი კომენტარი არა მაქვს. მომავალში ვნახოთ, როგორ განავითარებს”, – განაცხადა ვოლსკიმ.

მმართველი გუნდისგან განსხვავებით, ხაზარაძის მიერ დღეს გაჟღერებულ იდეებს იწონებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე და ამბობს , რომ „ჭკვიანური ნაბიჯია“, როცა ხაზარაძე დამოუკიდებლად, პოლიტიკურ პარტიებზე ორიენტაციის გარეშე აპირებს პარლამენტში შესვლას. საყვარელიძემ პარალელი ალეკო ელისაშვილთან გაავლო.

„თავის დროზე ელისაშვილმა თქვა უარი პარტიების მხადაჭერაზე თუ გახსოვთ, როცა მერის არჩევნებში მონაწილეობდა. ამან მას წარმატება მოუტანა და საკმაოდ მაღალი შედეგი აჩვენა. ანალოგიურ სტრატეგიად აღვიქვი ხაზარაძის ეს განცხადება, რომ ის რომელიმე პოლიტიკურ ძალაზე ორინტაციას არ აიღებს და ეცდება დამოუკიდებლად შევიდეს პარლამენტში. მაქსიმალურად მაღალი შედეგით და მერე უკვე იმის მიხედვით, ქვეყანას რა გამოადგება, იმის მიხედვით იქნება ორიენტირებული ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალაზე. ძალიან საღი დამოკიდებულებაა“, – აღნიშნა საყვარელიძემ.

ამან ცოტა ზედმეტი მოინდომა და ივანიშვილმა მოადო თავზე – სააკაშვილი ხაზარაძეზე და ლაზიკაზე

მსგავსი პოზიცია აქვს ექსპერტ გია ხუხაშვილსაც. ის აღნიშნავს, რომ ხაზარაძის ნაბიჯები „პოლიტიკურად კარგად გააზრებულია“, თუმცა მიაჩნია, რომ ხაზარაძეს პარტიის დაფუძნების მომენტში პოლიტიკური კომპონენტი დასჭირდება, რადგან პოლიტიკა ცნობადობის გარეშე არ არსებობს. ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის მსგავსი პოლიტიკური ცენტრის გაჩენა, ჩვენი ქვეყნისთვის „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“.

„რაც შეეხება თვითონ ფაქტს, ფაქტი არის ნამდვილად მისასალმებელი, იმიტომ, რომ ეს ორპოლუსიანი მანკიერება არის დასასრულებელი ქვეყანაში და შესაბამისად, ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების გაჩენა, არის სასიცოხლოდ აუცილებელი”, – აცხადებს ხუხაშვილი.

მამუკა ხაზარაძის მოძრაობის დაფუძნება არ გამორჩენია საქართველოს მესამე პრეზიდენტსაც.

შეგახსენებთ, ხაზარაძის მოძრაობა “ლელო” 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. როგორც ხაზარაძე ამბობს, არცერთ პოლიტიკური პარტიასთან არ აპირებს თანამშრომლობას და მისი პოლიტიკური პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად გავა.

ამ კლასის ადამიანის მოსვლა გუნდში დიდი პატივია – ხაზარაძე და ანა ნაცვლიშვილი ახალი მოძრაობის მიზნებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები