ლიზა ბაგრატიონი „ბადაგონთან“ დაკავშირებით კიდევ ერთს ვრცელ სტატუსს აქვეყნებს. მომღერალი, რომელიც ასევე კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს წლებია ხელმძღვანელობს, მიიჩნევს, რომ „ბადაგონის“ წინააღმდეგ უსამართლო ბრძოლა მიმდინარეობს.

ლიზა კომპანიის ხელმძღვანელთან, გიორგი სალაყაიასთან მეგობრობასაც უსვამს ხაზს და აღნიშნავს:

„მესამე კვირაა, რაც საგანგებო რეჟიმში ვცხოვრობ! მას შემდეგ რაც ფინანსური პოლიცია შემოიჭრა ბადაგონის ოფისში, თითქოს ახალი ფურცლიდან დაიწყო ჩემი ცხოვრება! მტანჯავს უსამართლობის და დაუცველობის განცდა. მწყინს, რომ გამიცრუვდა იმედები და ამდენი ადამიანის ბედი, ჯანმრთელობა და სიმშვიდე ვიღაც ჩინოვნიკებისთვის სულერთი აღმოჩნდა. თითქოს ახლობელ-მეგობრებიც შეგვიმცირდა, მაგრამ სრულიად უცნობი ადამიანების იმხელა მხარდაჭერა მივიღეთ, რომ მივხვდით ვერაფერი მოგვერევა! საოცარი ერთიანობაა „ბადაგონში“. ეს ჩვენი მართლაც, რომ ოჯახი ერთად განვიცდით, ვშრომობთ და ვიბრძვით

ჩვენი სიმართლის დასამტკიცებლად!

და მაინც, ყველაზე რთული ჩემთვის იმ სიბინძურეების მოსმენა აღმოჩნდა, რასაც ავრცელებენ იმისათვის, რომ როგორმე გაამართლონ მომხდარი. არ გავჩერდები ჩემზე და პირდაპირ ამ ბინძური ომის მთავარ სამიზნეზე, გოგი სალაყაიაზე მოგახსენებთ.

ეს „ჭორები“ მის არაკეთილსინდისიერ ბიზნესსაქმიანობას და „შავ სამყაროსთან“ ურთიერთობას ეხება, რასაც რა თქმა უნდა, ისევე ვერ დაამტკიცებენ, როგორც სამართლებრივ დავაში მათ სიმართლეს. ეს შავი პიარკამპანია ემსახურება ჩვენი ურიცხვი, ერთგული მხარდამჭერების და მთავრობისა თუ პარლამენტის შეცდომაში შეყვანას.

გოგი სალაყაია ჩემთვის სიყვარულის, ერთგულების, კაცობის და წესიერების მაგალითია. მართლაც ბედნიერება და უდიდესი სიამაყეა ის საქმე, რასაც მასთან ერთად უკვე 10 წელია ვემსახურები! ამ ადამიანმა ქართული ღვინო სულ სხვა ხარისხში და სხვა სიმაღლეზე აიყვანა. უდიდესი შრომისა და თავგანწირვის ფასად „ბადაგონმა“ საოცარ წარმატებებებს მიაღწია. 600 თანამშრომელი მისი პირადი მეგობარი და თანამოაზრეა.

რთული იყო გზა აქამდე…. ყველაფერს გაუძლო, ყველასთვის იბრძოლა. მათ შორის პირადად ჩემთვისაც.

წინა ხელისუფლების პირობებში კომპანიისთვის ყოველი შემოწმება პრობლემებით მთავრდებოდა და როგორც მე შემდგომში გავიგე, სტაბილურობის ფასად ჩემს გათავისუფლებასაც ითხოვდნენ. მან შეძლო! დამიცვა!არ დამთმო! დღეს კი მე არ დავთმობ მის პატიოსან სახელს, მისი შვიდშვილიანი ოჯახის სიმშვიდეს. მის, ჩემს, „ბადაგონის“ ოჯახის და თქვენს მომავალ წარმატებებსა და იმ დიდ, ეროვნულ საქმეს რასაც ქართული ღვინო „ბადაგონი“ ჰქვია, რომელიც რაც არ უნდა ხმამაღალ ნათქვამად მოგეჩვენოთ გიორგი სალაყაიას გარეშე ვერ იარსებებს!!!“

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05