LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიზა იასკო: “ნე­ტავ, არ გა­ე­კე­თე­ბი­ნა ის, რაც ერთი წლის წინ გა­ა­კე­თა, მისი ყვე­ლა­ზე დიდი შეც­დო­მა ადა­მი­ა­ნე­ბის ნდო­ბაა, შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნეს, რად­გან იცოდ­ნენ რომ ძა­ლი­ან კე­თი­ლი და მიმ­ნდო­ბია”

344
u54u54

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი მეუღლე ლიზა იასკო სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

იასკო ექსპრეზიდენტის საპატიმროში ყოფნის წლისთავს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის გარ­შე­მო ბევ­რი მო­ღა­ლა­ტეა, სააკაშვილის მთა­ვა­რი შეც­დო­მა კი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ უსა­ზღვრო ნდო­ბაა.

ლიზა იასკო ასევე წერს, რომ სცოდნოდა, რამდენი მოღალატეა მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ, მხარს არ დაუჭერდა მის გადაწყვეტილებას საქართველოში დაბრუნების შესახებ.

ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!.. ამას ვამბობ, როგორც მთავარსარდალი, რომელმაც პირველად ვიწვნიე რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმა და თქვენთან ერთად გადავარჩინე ჩვენი ქვეყანა: სააკაშვილი

“პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბე­რი ჩემ­თვის სა­ში­ნე­ლი დღეა. ერთი წელი გა­ვი­და მას ჩემ­დეგ რაც ჩემი ძვირ­ფა­სი მა­მა­კა­ცი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლიტ­პა­ტი­მა­რია. მა­შინ რომ მცოდ­ნო­და, რამ­დე­ნი მო­ღა­ლა­ტეა მის ირ­გვლივ, მხარს არ და­ვუ­ჭერ­დი მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ.

მა­შინ მო­ვი­წო­ნე რო­მან­ტი­კუ­ლი იდეა – მხა­რი და­ე­ჭი­რა თა­ვი­სი ხალ­ხის­თვის. ძა­ლი­ან ცოტა ადა­მი­ანს, ან არა­ვის სჯე­რა, რომ მი­ხე­ილს ნამ­დვი­ლად მცი­რე­დი პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბი­ცი­ე­ბი აქვს. ის აღიქ­მე­ბა რო­გორც მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კო­სი და არა რო­გორც უბ­რა­ლოდ ადა­მი­ა­ნი.
მას გული სტკი­ო­და ქვეყ­ნი­სა და ხალ­ხის გამო, სჯე­რო­და, თა­ვი­სი ის­ტო­რი­უ­ლი რო­ლის – გა­ე­კე­თე­ბი­ნა ყვე­ლა­ფე­რი სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის წარ­მა­ტე­ბის­თვის.

უკვე ერთი წე­ლია ის ვერ ხე­დავს სამ­ყა­როს რე­ა­ლურ სუ­რათს. არ აქვს ინ­ტერ­ნე­ტი, ტე­ლე­ფო­ნი. ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­რო მის­თვის ტე­ლე­ვი­ზო­რია, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე არხს აჩ­ვე­ნებს და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი, რომ­ლე­ბიც მას­თან შე­დი­ან.

ერ­თა­დერ­თი, რაც მას აქვს, არის აბ­სო­ლუ­ტუ­რი რწმე­ნა უკ­რა­ი­ნის. რო­დე­საც წე­რი­ლებს მიგ­ზავ­ნის უკ­რა­ი­ნუ­ლად და­წე­რილს, ხში­რად ვტი­რი. ის ხში­რად ამ­ბობს, რომ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია და რომ ისი­ნი ახლა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი მო­მავ­ლის­თვის.

ნე­ტავ, არ გა­ე­კე­თე­ბი­ნა ის, რაც ერთი წლის წინ გა­ა­კე­თა (არ იცო­და რა ელო­და, არ იცო­და, რომ თით­ქმის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ბო­და). მაგ­რამ რაც მოხ­და სა­ში­ნე­ლე­ბა იყო.

შეც­დო­მა და­უშ­ვა მი­ხე­ილ­მა? – მხო­ლოდ ერთ რა­მეს ვი­ტყვი – მისი ყვე­ლა­ზე დიდი შეც­დო­მა ადა­მი­ა­ნე­ბის ნდო­ბაა. რა­ღაც აბ­სო­ლუ­ტუ­რი ნდო­ბა, ცუდი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მარ­თაც.

აუ­ცი­ლებ­ლად და­ის­ჯე­ბა ის, ვინც მას ეს გა­უ­კე­თა. ის შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნეს, რად­გან იცოდ­ნენ რომ ძა­ლი­ან კე­თი­ლი და მიმ­ნდო­ბია.

მე ვი­ცავ­დი მას და და­ვი­ცავ”, – წერს ლიზა იას­კო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g