„როგორც სახალხო დამცველმა, საზოგადოებას მინდა მივაწოდო ინფორმაცია, რომ ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრება და საჯარო სივრცეებით სარგებლობა, ესაა კონსტიტუციით აღიარებული უფლება და გულისხმობს, რომ ყველა საჯარო სივრცე უნდა იყოს უსაფრთხო“, – ეს განცხადება ნინო ლომჯარიამ ტვ პირველის ეთერში ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას გააკეთა.
სახალხო დამცველის თქმით, მომხდარმა გამოააშკარავა, რომ საქმე გვაქვს სისტემურ პრობლემასთან.
„ძალიან ხშირად ხელისუფლებას თუ თვითმმართველობას, ვინც ახორციელებს ხოლმე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეს ავიწყდებათ და ისინი ორიენტირებულნი არიან დროულად გახსნაზე, პიარზე და ა.შ.
? ხელისუფლება ორიენტირებულია ხოლმე პიარზე, მაშინ როცა ამოსავალია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტებიდან მოქალაქეებმა ზიანი არ მიიღონ | ნინო ლომჯარია
Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on სამშაბათი, 18 ოქტომბერი, 2022
მაშინ, როდესაც ამოსავალია ის, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, არ უნდა მიიღონ მოქალაქეებმა დაზიანებები, მით უმეტეს, სიცოცხლისთვის საშიში არ უნდა იყოს საჯარო სივრცეები. როგორც ხედავთ, ეს ზედამხედველობა არის ფიქციური“, – თქვა ნინო ლომჯარიამ.
ვაკის პარკის შადრევანში ბავშვებისთვის დენის დარტყმის საქმეზე, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, 18 ოქტომბერს 9 ადამიანი დააკავეს.
ფურცხვანიძის ადვოკატი: ბრალდება აბსურდია, საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არის
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრეს დაკავებულთა ბრალეულობაზე. გამოძიების ინფორმაციით, მერიის მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებისას, ვაკის პარკში ადგილი ჰქონდა სამსახურებრივ გულგრილობას და დოკუმენტების გაყალბებას.
დაკავებულები არიან: თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე, მერიის კონტრაქტორი კომპანია “გრინსერვის+-ის” დირექტორი და ამავე კომპანიის ორი თანამშრომელი. ასევე დააკავეს “გრინსერვის+-ის” კონტრაქტორი კომპანია შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი და კიდევ ერთი კონტრაქტორის, საექსპერტო კომპანია “მშენ-ექსპერტის” დირექტორი და თანამშრომელი. პოლიციამ დააკავა ორი შემდუღებელიც, რომლებიც ჩართული იყვნენ სარეაბილიტაციო სამუშაოებში.