LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფურცხვანიძის ადვოკატი: ბრალდება აბსურდია, საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არის

100
დს

“გრინსერვის პლუსის” ხელმძღვანელის ლაშა ფურცხვანიძის, „გრინსერვის +“-ის თანამშრომლის დევი კახოიძის და შპს „გრინსერვის+“-ის საქმის მწარმოებლის ბექა მირღვლიანის ადვოკატის მამუკა ბლიაძის განცხადებით, ბრალდება არის აბსურდული.

ბლიაძე აღნიშნავს, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არის.

მისივე თქმით, ბრალდებულებს დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანენ.

“შევხვდი სამივე პიროვნებას, ვისაც მე ვიცავ. ბრალდება არის აბსურდი, საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არის.

ამჟამად გადაიყვანენ დროებითი მოთავსების იზოლატორში. ბრალის ფორმულირება ჯერ არ ვიცით”, – განაცხადა ბლიაძემ.

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ცხრა პირია დაკავებული – მათ შორისაა „გრინსერვის +“ -ის” ხელძღვანელი, ლაშა ფურცხვანიძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები