LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“2017 წლიდან დღემდე უბრალოდ მუშასაც კი თმა არ ჩამოვარდნია, ისე მოხდა სამუშაოების განხორციელება” – კახა კალაძე

78
კალაძე

2017 წლიდან დღემდე უბრალოდ მუშასაც კი თმა არ ჩამოვარდნია, ისე მოხდა სამუშაოების განხორციელება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „იმედი LIVE“-ში ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც ქალაქის მერისთვის, ადამიანურად, როგორც კაცისთვის, 4 შვილის მამისთვის, ეს არის უმძიმესი ფაქტი, რაზეც სჭირდება პასუხები, თუ რა მოხდა.

„გულწრფელად ვიტყვი, 2017 წლიდან დედაქალაქის მერი ვარ, ჩემი, ჩემი თანაგუნდელების ერთ-ერთი მთავარი და უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა კომპანიების მიმართ ყოველთვის არის უსაფრთხოება. ამას ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, ყოველთვის არის მოთხოვნები, რომ სამუშაოების დროს მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოება. თუ დააკვირდებით, 2017 წლიდან დღემდე, უბრალო მუშასაც კი არ ჩამოვარდნია თმა, ისე განხორციელდა სამუშაოები და ასობით, ათასობით პროექტია განხორციელებული სხვადასხვა მიმართულებით. შესაბამისად, პირადად ჩემთვის, როგორც ქალაქის მერისთვის, ადამიანურად, როგორც კაცისთვის, 4 შვილის მამისთვის, ეს არის უმძიმესი ფაქტი, რაზეც მჭირდება პასუხები, თუ რა მოხდა“, – აღნიშნა კალაძემ.

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, რომელსაც 13 წლის მოზარდის, მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე შეეწირა, საზოგადოებამ მხოლოდ ის იცის, რომ ამჟამად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქმეზე 9 პირია დაკავებული.

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ცხრა პირია დაკავებული – მათ შორისაა „გრინსერვის +“ -ის” ხელძღვანელი, ლაშა ფურცხვანიძე

ლაშა ფურცხვანიძე – არ ვაპირებ არსად გაქცევას, ძალიანაც რომ მინდოდეს, ჩემი მორალის გამო ვერ გავიქცევი

მათგან ორი სწორედ იმ კომპანიის წარმომადგენელია, რომლის პასუხისმგებლობაშიც სავარაუდოდ, აღნიშნული შადრევნის უსაფრთხოების წესების დაცვა შედიოდა. ასევე, თანამდებობა დატოვა თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა გიგა გიგაშვილმა.

„მოვითხოვთ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას გირაოს სახით“ – მერიის დაკავებული მაღალჩინოსნის ადვოკატი

ადვოკატი: გაოგნებულია, გაუკვირდა დაკავების ამბავი – ლაშა ფურცხვანიძე დგას მყარად, როგორც მართალი ადამიანი

რელეს საკითხი რჩება მთავარ კითხვად – ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დავადგინოთ, რატომ არ იმუშავა უსაფრთხოების ნორმებმა – ბასილაია ვაკის პარკის ტრაგედიაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები