LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ფურცხვანიძე – არ ვაპირებ არსად გაქცევას, ძალიანაც რომ მინდოდეს, ჩემი მორალის გამო ვერ გავიქცევი

153
furtskhvanidze_w_h

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებულმა, კომპანია “გრინსერვის +”-ის დირექტორმა ლაშა ფურცხვანიძემ უპასუხა აღნიშნული საქმის პროკურორის, არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად ბრალდებულთაგან მიმალვის საფრთხე არსებობს.

“არ ვაპირებ არსად გაქცევას, ძალიანაც რომ მინდოდეს, ჩემი მორალის გამო ვერ გავიქცევი”, – განაცხადა ფურცხვანიძემ.

როგორც ფურცხვანიძე აღნიშნა, იმის გარკვევა, თუ რატომ მოხდა აღნიშნული ტრაგედია, პროკურორებზე წინ, პირველ რიგში მის ინტერესს წარმოადგენს.

“პირველ რიგში ჩემი ინტერესია იქ რა მოხდა იმის გაგება, ყველაფერი მოყოლილი მაქვს რაც ვიცოდი, არ ვაპირებ კომპანიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღებას და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას”, – აღნიშნა ლაშა ფურცხვანიძემ.

ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე სამართალდამცავებმა 18 ოქტომბერს 9 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან კომპანია “გრინსერვის პლუსის” ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე.

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ცხრა პირია დაკავებული – მათ შორისაა „გრინსერვის +“ -ის” ხელძღვანელი, ლაშა ფურცხვანიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g