LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლომჯარია ხუნდაძეს: რაო??? რას ბედავთ?! ქვეყნის სახელით ამის თქმის უფლება ვინ მოგცათ?

114
Untitled design (1)

სახალხო დამცველი ეხმიანება უმრავლესობის დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, “თუ საქართველო სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, ქვეყანამ მასზე უარი უნდა თქვას, რადგან ღირსებას ვერ დავთმობთ!”

ლომჯარია ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

“რაო??? რას ბედავთ თქვენ??!! საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ და კონსტიტუციამ უკვე გადაწყვიტა ევროპული არჩევანი. ამ ქვეყნის სახელით ამის თქმის უფლება ვინ მოგცათ???” – წერს ლომჯარია.

შეგახსენებთ, როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას.

მისივე თქმით, გუშინდელი დღე ქართველი ხალხისთვის შეურაცხმყოფელი იყო და ასეთი უსამართლო ევროპა საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ჯერ არ უნახავს.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ “არანაირი სტატუსის ფასად არ ღირს ქვეყნის ღირსების დათმობა.

“დღეს, სწორედ ევროპული ღირებულებების ერთ-ერთ შემქმნელ სახელმწიფოს თანამედროვე ევროპა დამამცირებლად გვექცევა.” – აღნიშნავს ხუნდაძე.