LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონის ცენტრში მანქანით გადაადგილება ფასიანია.. თბილისელი ვაკელები სანამ არ მიხვდებიან, რომ პურის საყიდლად სახლისოდენა ჯიპით არ უნდა იარო, ეს მარაზმი არ დამთავრდება: რაზე წერს დათო გამცემლიძე

255
BeFunky-collage (12)

ჟურნალისტი დათო გამცემლიძე თბილისში არსებულ საცობებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ის პარალელს ლონდონთან ავლებს და აღნიშნავს, რომ თბილისისგან განსხვავებით, ლონდონის ცენტრში შესვლა ფასიანია.

აუცილებელია ქალაქის მერი და ჩინოვნიკები დადიოდნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით: ალეკო ელისაშვილი

“როგორც არ უნდა გაბრაზდეთ:

ლონდონის “ვაკეში”, ანუ ლონდონის ცენტრში მანქანით გადაადგილება ფასიანია.

მათ შორის თვით ლონდონელი “ვაკელებისთვისაც” და “City of Westminster” -ის გარეთ ვინც ცხოვრობს ხომ მით უმეტეს: “ვაკეში” შესვლის დროსაც გაფიქსირებს კამერა და გასვლის დროსაც.

რაც მეტ ხანს დაჰყოფ “ვაკეში”, მით მეტი მოგივა გადასახადი.

სადაც არ უნდა გააჩერო ლონდონის “ვაკეში” მანქანა, იმოდენა გადასახადი მოდის, დაფიქრდები მეორედ.

ალბათ, მოგვიწევს ტაილანდს დავემსგავსოთ..“ – რა განმუხტავს საცობებს თბილისში

და ეს ყოველივე კეთდება სპეციალურად – არა იმიტომ, რომ ლონდონის ბიუჯეტს რაიმე აკლია.

ამიტომ ლონდონელი “ვაკელები” საზოგადოებრივი ტრანსპორტით, პირველ რიგში მეტროთი გადაადგილებას არჩევენ.

ოღონდ მეტრო იქ ღირს არა 40 თეთრი, არამედ 4 ლარი ერთი გზა და ზოგჯერ მეტიც.

შესაბამისად, იქაური ვაკელები პურის საყიდლად და ბოიფრენდთან ხშირად უბრალოდ ფეხით დადიან.

არ არის დიდი გზა.

ხოლო თბილისელი ვაკელები სანამ არ მიხვდებიან, რომ ორივე დანიშნულებით სახლისოდენა ჯიპით არ უნდა იარო, ეს მარაზმი არ დამთავრდება და დოჩანაშვილის არ იყოს იძახეთ ახლა “რატომ”, – წერს დათო გამცემლიძე.

კახა კალაძე: საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა და ეს გამოწვეულია იმ საშვილიშვილო სამუშაოებით, რომელიც ქეთევან დედოფლის და მელიქიშვილის გამზირებზე მიმდინარეობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები