LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მაჟორიტარული სისტემა წითლად შევღებოთ და გადავაგდოთ მტკვარში” – საქართველოს მე-4 პრეზიდენტი

76
1 მარგველა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან საკარანტინო წესების დარღვევებმა მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის და ზოგადად, მაჟორიტარული სისტემის სისუსტე წარმოაჩინა. საუბარია მარნეულში მომხდარ ინციდენტზე. გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ მსგავსი მაჟორიტარული სისტება “წყალშია გადასაგდები”. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში  განაცხადა.

„ეს არის ძალიან ნათელი მაგალითი თუ როგორ მუშაობს მაჟორიტარული პოლიტიკური სისტემა. მაჟორიტარების ფუნქცია არის არა ტენდერის გაფორმება და ახლობლის გამგეობაში მოწყობა, არამედ – გლობალური პროცესების თაობაზე საკუთარი ამომრჩევლის ინფორმირება. შეხედეთ, რა ხდება ამერიკის ნებისმიერ შტატში. ყველა შტატის გუბერნატორი, სენატორი ელაპარაკება საკუთარ შტატს. ამ შემთხვევამ აჩვენა, რომ შეგვიძლია მაჟორიტარული სისტემა წითლად შევღებოთ და გადავაგდოთ მტკვარში, ან რომელიმე სხვა წყალსაცავში,“ – განაცხადა მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილმა ასევე ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე მთავარ გამოწვევაზე, ვირუსის გავრცელების რისკებსა და მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე. ექსპრეზიდენტის შეფასებით, ხელისუფლებამ სწორი ნაბიჯი გადადგა, როდესაც პროცესების მართვა პროფესიონალებს მიანდო და ახლა ამ ხელისუფლების კრიტიკის დრო არ არის.

„ძლივს მთავრობამ ჭკვიანური ნაბიჯი გადადგა და ეს საქმე პროფესიონალებს მიაბარა. ამიტომ მთავრობას ამ პროცესთან დაკავშირებით გავაკრიტიკებ მაშინ, როდესაც კორონავირუსის გამოწვევას ყველა ერთად დავამარცხებთ. მათ მიერ დაშვებულ ბევრ შეცდომას და სისუსტეს ვხედავ, მაგრამ ახლა ამაზე საუბარს არ ვაპირებ. დღეს მათი კრიტიკის დრო არ არის. მათ ისედაც ბევრი საკრიტიკო ექნებათ მომავალში. ისინიც გრძნობენ, რომ კორონავირუსს პოლიტიკური ნიშანი არ აქვს. ყველა ერთად უნდა გადავრჩეთ და რადგან ასეა, ერთად უნდა მოვუსვათ ამ ნავს. ნაპირზე რომ გავალთ, მერე გავარჩიოთ ვინ იყო მართალი და ვინ – მტყუანი“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები