მას შემდეგ, რაც გაერთიანებულმა ოპოზიციამ მთავრობასთან დიალოგზე უარი განაცხადა, ხელისუფლების მხრიდან გაკეთდა განმარტებები, რომ გიგი უგულავას დაკავება მათ მიზეზად გამოიყენეს. მსგავსი შინაარსის დასკვნა უმრავლესობის ლიდერებმა გუშინვე გაახმოვანეს, თუმცა ოპოზიცია სახელისუფლებო უმრავლესობასთან არანაირ მოლაპარაკებას არ აპირებს. ამის შესახებ გაერთიანებულმა ოპოზიციამ გუშინ “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში გამართულ შეხვედრაზე გადაწყვიტეს.
გიგი უგულავას დაკავებას, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში და იმ დროს, როდესაც საქართველოს მთავრობას დასავლეთიდან არაერთი შენიშვნა შემოუთვალეს, უცხოელი პილიტიკოსები აქტიურად განიხილავენ და შესაბამის შეფასებებს წერენ. პარტიორი ქვეყნების საელჩოები ერთმანეთის მიყოლებით აქვეყნებენ “შეშფოთების” წერილებს და მიმართავენ საქართველოს ხელისუფლებას მოიძიონ კომპრომატული გზები.
პარტია “ქარრთულ ოცნებაში” უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა აშშ-ს საელჩოს და აღნიშნა, რომ გაითვალისწინეს პარტიორი ქვეყნის რჩევა. კონკრეტულად, ხელისუფლება “უერთდება საელჩოს გულისტკივილს” და მზად არის დაუბრუნდეს ოპოზიციასთან დიალოგის მაგიდას, თუმცა იგივე პირობებით და შეთავაზებებით.
„პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სახელით, ოპონენტებს დიალოგის მაგიდასთან ვიწვევთ, რადგან მიგვაჩნია, რომ დიალოგს და კონსენსუსს ალტერნატივა არ გააჩნია. ეს არის, როგორც საზოგადოების მოლოდინი, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაცია, რაც პროცესების სტაბილიზაციასა და არსებული გამოწვევების მშვიდობიანი, კონსტრუქციული გზით გადაწყვეტას გულისხმობს. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს საელჩოს, რომელიც როგორც ოპოზიციას, ასევე ჩვენც მოგვიწოდებს დიალოგისკენ და კვლავაც მზად არის ერთგვარი შუამავლის როლი შეასრულოს პოლიტიკური დიალოგის პროცესში”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ..
მდინარაძემ განმარტა გიგი უგულავას დაკავების აუცილებლობის საკითხი და თქვა, რომ ნებისმიერი დანაშაული ქვეყანაში კანონით დასჯადია, ამიტომ პოლიტიკოსობა ვერ იქნება არავის ინდულგენცია. მისი თქმით, საბიუჯეტო თანხების მითვისებასა და გაფლანგვისთვის გასამართლებულია ბათუმის და ზუგდიდის ყოფილი მერები, ამიტომ გამონაკლისს არც გიგი უგულავა წარმოადგენს.
უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, რომ ოპონენტების კრიტიკა მისთვის გასაგებია, თუმცა მოუწოდებს შეწყვიტონ აღნიშნული საკითხის პოლიტიზირება და დაუბრუნდნენ დიალოგის მაგიდას. მდინარაძე აცხადებს, რომ ოპოზიციამ უგულავას დაკავება შეუძლია სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივროს.
„ოპონენტების კრიტიკა არის მათი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია, ეს გასაგებია, ხოლო თუ მათ რეალურად მიაჩნიათ, რომ სასამართლოში გიგი უგულავას რომელიმე უფლება დაირღვა და მას უსამართლო განაჩენი გამოუტანეს, შეუძლიათ საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრონ. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ოპონენტებს, შეწყვიტონ სამართლებრივი პროცესის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და დიალოგის პროცესს დაუბრუნდნენ”, – განაცხადა მდინარაძემ.
https://www.facebook.com/GeorgianDreamOfficial/videos/216923336154832/