LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადლობა, რომ ასე გამაბედნიერე“ – ბერა და ნანუკა ქორწინების ერთი წლის იუბილეს აღნიშნავენ (ვიდეო)

3735
BeFunky-collage (7)

ბედნიერი წყვილები ყოველ წელს აღნიშნავენ ქორწინების სხვადასხვა იუბილეს. გამონაკლისი არც ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე აღმოჩნდნენ. წყვილმა პირად ,,ინსტაგრამ” გვერდზე ქორწილის კადრები გამოაქვეყნა, სადაც ერთმანეთს ბედნიერი თანაცხოვრების ერთი წლის იუბილე ულოცავენ.

,,ყოველი დღით მადლიერი ვარ ჩემი ანგელოზის გამო. ძნელია, ამ განსაკუთრებულ დღეს ასე შორს ყოფნა ერთმანეთისგან, მაგრამ ჩემი მეუღლე იყო პირველი, ვინც მითხრა, რომ ახლა ბრაზილიაში უნდა ვიყო

ბერა ივანიშვილი ბრაზილიაშია (ფოტოები)

მას ყოველთვის სჯერა ჩემი ოცნებების და ყველაზე მშვენიერია, რაც მე ამიხდა”- წერს ბერა სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ რეპერმა მშობლებისგან მიღებული საჩუქარიც გამოაქვეყნა.

,,დედაჩემისა და მამაჩემის სიურპრიზი ჩემს მეუღლეს”- წერს ბერა

https://www.instagram.com/p/B4u2JK5nSZ1/

,,მადლობა, რომ ასე გამაბედნიერე”- ამ წარწერით ულოცავს ნანუკა ბერას მათთვის განსაკუთრებულ დღეს.

“ვულოცავ ჩვენ თავს ერთად ყოფნის პირველ წელს.  მენატრები იმაზე მეტად ვიდრე ოდესმე, ვითვლი დღეებს, შენთან შესახვედრად.  მადლობა, რომ ასე გამაბედნიერე” – წერს ნანუკა გუდავაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები