მუსიკოსი ბერა ივანიშვილი ბრაზილიაში ჩავიდა. რეპერმა პირად “ინსტაგრამ” გვერდზე ფოტოებიც გაავრცელა.

ბრაზილიაში გამგზავრება ბერამ რამდენიმე კვირის წინ დაანონსა.

,,მოუთმენლად ველოდები თქვენთან შეხვედრას. გთხოვთ, მირჩიეთ თუ რამე რეკომენდაცია გაქვთ ჩემი მოგზაურობისთვის“, – დაწერა ბერამ ფეისბუქ გვერდზე.

ბრაზილიურმა გარემოსდამცველმა ორგანიზაციამ „იესეიმ“ (ISA – „სოციალურ-ეკოლოგიური ინსტიტუტი“) ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ ბერა ივანიშვილი ეკოლოგიური კამპანიის „ტყის ხალხის“ (#PovosDaFloresta) ახალი ელჩი გახდა.

მანამდე ბერა ივანიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ საკუთარი დანაზოგიდან და ოჯახის დახმარებით ამაზონის ტყეებში ხანძრებთან საბრძოლველად 1,1 მილიონ დოლარს გადარიცხავს.

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები