LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადლობას გიხდით ყველაფრისთვის და წარმატებებს გისურვებთ! იმედი მაქვს, არასდროს გაჩერდებით და უფრო განვითარდებით: დათო გომართელი “ფორტუნას” რადიოს დღეს ულოცავს

224
დათო გომართელი

თერთმეტი წლის წინ, 13 თებერვალი რადიო სივრცისთვის განსაკუთრებულ, სიმბოლურ თარიღად იქცა – 2011 წლის 13 თებერვალს  რადიოს მსოფლიო დღე დაარსდა.

რადიოს მსოფლიო დღის დაარსების ინიციატორი იუნესკოა, ამ დღის მთავარი მიზანი კი რადიოს უფრო მეტად პოპულარიზაცია და განვითარებაა.

როგორც იუნესკოს განცხადებაშია აღნიშნული, სხვადასხვა საერთაშორისო მოხსენების მიხედვით, რადიო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სანდო და ხელმისაწვდომ მედიად რჩება. “რადიოს და ნდობას” ეხება რადიოს მსოფლიო დღის 2022 წლის თემაც.

წელს, როდესაც ეს თარიღი უკვე მეთერთმეტედ აღინიშნება, იუნესკო, მსოფლიოს ყველა რადიოსადგურს ონლაინ ფორმატის ღონისძიებაში იწვევს, რათა რადიო სივრცისთვის სიმბოლური დღე ყველამ ერთად აღნიშნოს. ღონისძიების მიზანია, რადიოსადგურის დამფუძნებლებმა ერთმანეთს გაუზიარონ ინფორმაცია საკუთარი საქმიანობის შესახებ.

მომღერალი დათო გომართელი ქართულ რადიო სივრცეში ლიდერ პოზიციაზე მყოფ რადიოჰოლდინგ “ფორტუნას” რადიოს დღეს  ულოცავს:

“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რადიო, რადგან სახლშიც, ავტომობილშიც – ყველგან რადიოს ვუსმენ, ამიტომ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ რადიოა ჩემი მეგზური მთელი დღის მანძილზე.

სხვათა შორის, ძალიან კარგად მახსოვს “ფორტუნას” გახსნის დღე, რადგან ქართველებიც იმ ამერიკელი ინვესტორების დელეგაციაში ვიყავით, ვინც პირველმა იხილა ახლად შექმნილი რადიო. განსაკუთრებით აპარატურით მოვიხიბლე, რომელიც იმ პერიოდში ყველასთვის სანატრელი იყო.

ყოველთვის მონატრებით მახსენდება საახალწლო ეთერი, როცა მომღერლებს რამდენიმეწუთიანი გადაცემის წამყვანად გვიწვევდით. ახლაც სიამოვნებით მივიღებდი მსგავს გამოწვევას, რადგან ძალიან მომეწონა რადიოში მუშაობა.

თქვენი ჰოლდინგის ყველა რადიო მიყვარს, დიდად ვაფასებ “ოქროს ტალღას”, რომელიც მართლაც გრანდიოზული პროექტია, რადგან მუსიკოსებს ეხმარება და ერთგვარ სტიმულს აძლევს განვითარებისა და ახლის შესაქმნელად.

მივესალმები თქვენს ყველა წამოწყებას, იმედი მაქვს, არასდროს გაჩერდებით და სულ უფრო განვითარდებით. ყველაფრისთვის დიდ მადლობას გიხდით და წარმატებებს გისურვებთ!” – ასე ეხმიანება რადიოს მსოფლიო დღეს დათო გომართელი.

სტეფანეს მილოცვა “ფორტუნას” – რადიო კულტია, რომელიც ყოველთვის იარსებებს! გისურვებთ დღეგრძელობას, მეტად განვითარებას და დახვეწას

რადიოჰოლდინგ “ფორტუნას” წარმატების ისტორია თითქმის 25 წლის წინ დაიწყო.

პირველად, რადიო “ფორტუნა” ეთერში 24 წლის წინ, 1997 წლის 31 დეკემბერს გავიდა.

24 წლის შემდეგ კი რადიოჰოლდინგი უკვე ოთხ რადიოსადგურს, ერთ ინტერნეტრადიოს – “როკრადიოს” და ვებგვერდ fortuna.ge-ს აერთიანებს.

24 წელია, რაც ერთგულ მსმენელთან ერთად, რადიოჰოლდინგი “ოქროს სტანდარტით” მიიწევს წინ და ლიდერ პოზიციებს იკავებს ყველგან, სადაც საქართველოა.

“ფორტუნას”, “ფორტუნა პლუსს”, “არ დაიდარდოს” და “ავტორადიოს” ჯამურად, რადიოაუდიტორიის 60% უსმენს.

“ფორტუნას” დამსახურებაა “სახეს” წარმატება და ჩემი სოლო კარიერის განვითარება: დათო ხუჯაძე “ფორტუნას” რადიოს მსოფლიო დღეს ულოცავს

ვულოცავ “ფორტუნას“ რადიოს დღეს, ძალიან მიყვარხართ, უამრავ კეთილ საქმეს აკეთებთ და დიდ მადლობას გიხდით: მერაბ სეფაშვილი

პროფესიულ დღეს გილოცავთ! მუდამ “ფორტუნას” გვერდით ვიქნები, როცა დაგჭირდებით: ბუბა კიკაბიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები