LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტეფანეს მილოცვა “ფორტუნას” – რადიო კულტია, რომელიც ყოველთვის იარსებებს! გისურვებთ დღეგრძელობას, მეტად განვითარებას და დახვეწას

162
სტეფანე

უკვე მეთერთმეტე წელია, 13 თებერვალი რადიო სივრცისთვის განსაკუთრებულ თარიღად იქცა – დღეს რადიოს მსოფლიო დღეა.

რადიოს საერთაშორისო დღე 2011 წელს, იუნესკოს ინიციატივით დაარსდა, მისი მთავარი მიზანი კი რადიოს განვითარება და უფრო მეტად პოპულარიზაციაა.

იუნესკოს ცნობით, სხვადასხვა საერთაშორისო მოხსენება ადასტურებს, რომ რადიო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სანდო და ხელმისაწვდომ მედიად რჩება. სწორედ “რადიოს და ნდობას” ეხება რადიოს მსოფლიო დღის 2022 წლის თემაც.

წელს იუნესკო, მსოფლიოს ყველა რადიოსადგურს ონლაინ ფორმატის ღონისძიებაში იწვევს, რათა რადიო სივრცისთვის სიმბოლური თარიღი ყველამ ერთად აღნიშნოს. ღონისძიების მიზანია, რადიოსადგურის დამფუძნებლებმა ერთმანეთს გაუზიარონ ინფორმაცია საკუთარი საქმიანობის შესახებ.

რადიოჰოლდინგ “ფორტუნას”, რომელიც ქართულ რადიო სივრცეში ყოველთვის ლიდერ პოზიციაზე იმყოფება, რადიოს მსოფლიო დღეს მომღერალი და პროდიუსერი სტეფანე ულოცავს:

“რადიო ერთ-ერთი პირველი მედიასაშუალებაა, რომელიც თავიდან მეტწილად ინფორმაციას გადასცემდა და ნაკლებ დროს უთმობდა მუსიკას, თუმცა სამყაროს განვითარებამ რადიოს ტრანსფორმაციასაც შეუწყო ხელი, რომელიც 24-საათიან მაუწყებლობაზე გადავიდა, პროგრამა კი მუსიკითა და გადაცემებით გაამდიდრა.

მე იმ თაობას მივეკუთვნები, ვისაც მხოლოდ რადიო და ტელევიზია ჰქონდა ბავშვობაში, რადგან არ არსებობდა ინტერნეტი, თუმცა, როგორც მუსიკოსი და მუსიკაზე “მიბმული” ადამიანი, ტელევიზორს ნაკლებად ვუყურებდი და მეტწილად რადიოს ვუსმენდი, მით უფრო, რომ სწორედ მაშინ გაჩნდა სტერეოტალღები, რომლებიც მუსიკას 24-საათიან რეჟიმში უშვებდნენ.

მართალია, ინტერნეტმა, პრაქტიკულად, ყველა საინფორმაციო საშუალება ჩაანაცვლა, მაგრამ რადიო და ტელევიზია მაინც შეუცვლელია, განსაკუთრებით, ავტომობილით მოძრაობისას, როცა ქალაქში უამრავი საცობია.

ყველას გილოცავთ ამ არაჩვეულებრივ დღეს! გისურვებთ დღეგრძელობას, მეტად განვითარებას და დახვეწას, რადგან რადიო კულტია, რომელიც ყოველთვის იარსებებს!” – აღნიშნავს სტეფანე.

“ფორტუნას” დამსახურებაა “სახეს” წარმატება და ჩემი სოლო კარიერის განვითარება: დათო ხუჯაძე “ფორტუნას” რადიოს მსოფლიო დღეს ულოცავს

“ფორტუნაში” მხოლოდ ბედნიერი ადამიანები მუშაობენ ჯადოსნური ენერგეტიკით, სიგიჟემდე მიყვარს თქვენთან სტუმრობა: რატი დურგლიშვილი

რადიოჰოლდინგ “ფორტუნას” წარმატების ისტორია თითქმის 25 წლის წინ დაიწყო.

რადიო “ფორტუნა” ეთერში პირველად 24 წლის წინ, 1997 წლის 31 დეკემბერს გავიდა.

დღეს კი რადიოჰოლდინგი “ფორტუნა” უკვე ოთხ რადიოსადგურს, ერთ ინტერნეტრადიოს – “როკრადიოს” და ვებგვერდ fortuna.ge-ს აერთიანებს.

უკვე 24 წელია, ერთგულ მსმენელთან ერთად, რადიოჰოლდინგი “ოქროს სტანდარტით” მიიწევს წინ და იკავებს ლიდერ პოზიციებს, ყველგან, სადაც საქართველოა.

“ფორტუნას”, “ფორტუნა პლუსს”, “არ დაიდარდოს” და “ავტორადიოს” ჯამურად, რადიოაუდიტორიის 60% უსმენს.

ვულოცავ “ფორტუნას” პროფესიულ დღესასწაულს, ყოველთვის ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას ჩემი და სიმფონიური ორკესტრის მიმართ: ნიკოლოზ რაჭველი

პროფესიულ დღეს გილოცავთ! მუდამ “ფორტუნას” გვერდით ვიქნები, როცა დაგჭირდებით: ბუბა კიკაბიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები