LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მაგას სახეზე ცემის კვალი არ ეტყობოდა და რანაირად ცემეს” – დაკავებულის მამიდა

834
BeFunky-collage

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ერთერთი პირის მამიდა კატეგორიულად უარყოფს, რომ კონფლიქტში რაიმე პოლიტიკური მოტივი ყოფილიყო.

როგორც მამიდა ამბობს, მისი ინფორმაციით, ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.

“დედამისიც გაკვირვებულია, ასეთი წყნარი ბავშვი, რა მოხდაო. ნეტა, არ ჩამძინებოდაო. რომ ვიძინებდი, მითხრა, საგუნდაოდ ჩავალო. დილას, რომ არ ნახა ბავშვი, გადაირია, სად არისო. გამოდიან ახლა ტელევიზიით, იძახიან ცოლი იყოო, ცოლს დაარტყესო. რაც არ უნდა მთვრალები ყოფილიყვნენ, დარწმუნებული ვარ 100%-ით კი არა 1 000%-ით ესენი ქალს არ დაარტყამდნენ. მაგას სახეზე ცემის კვალი არ ეტყობოდა და რანაირად ცემეს. თუ დავარდა და რაღაც დაჟეჟილობა მიიღო, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ვიღაცამ სცემა”.  – ამბობს მედიასთან დაკავებულის მამიდა.

ვახო სანაიას მეუღლე: “დაუდასტურდა ტვინის შერყევა, ახლა დამატებით კვლევებზე გადაგვამისამართეს”

ვახო სანაიას თავს 25 თებერვალს, გვიან ღამით დაესხნენ. როგორც სანაია ამბობს, მას თავს დაესხა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სამი ადამიანი. ჟურნალისტი თავდასხმას თავის საქმიანობას უკავაშირებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარის გამო სამი პირი დააკავა.

გარწმუნებთ, დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს – ირაკლი ღარიბაშვილი ვახო სანაიას თავდასხმაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g