LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაღალმთიან დასახლებებში 70 წლის და მეტი ასაკის პირების პენსია 360 ლარი გახდება

86
d43bc3919908507e9e38413a7691e181-XL

„2022 წელს 2 მილიარდ 885 მილიონი ლარი მიიმართება მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფაზე“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის სესიაზე 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას.

როგორც მან აღნიშნა, მომავალ წელს გათვალისწინებულია 70 წლამდე პენსიონერთა პენსიის ზრდა 20 ლარით და შესაბამისად, 1-ლი იანვრიდან მათი პენსია იქნება 260 ლარი.

„მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის, იქ არსებული დანამატის გათვალისწინებით პენსია იქნება 312 ლარი. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 25 ლარით და შეადგენს 300 ლარს, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში ამავე კატეგორიის პირთა პენსია 360 ლარი იქნება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები