LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ბუწაშვილი: „რეგულაციების წინასაახალწლო მოხსნამ ცუდი შედეგი არ გამოიღო, ამიტომ ტყუილად შეაჩვენეთ ის ადამიანები, ვინც მაღაზიებში დადიოდა…“

80
maiabuwashvili202115

ცნობილი ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში კორონავიურის მეორე ტალღის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან საკმარისი დრო გავიდა გარკვეული შედეგის დასანახად. ექიმი აღნიშნავს, რომ ამ შეზღუდვების წინასაახალწლოდ მოხსნამ სულაც არ გამოიღო ცუდი შედეგი.

„უკვე საკმარისი დრო გავიდა იმის დასამტკიცებლად, რომ რეგულაციების წინასაახალწლო მოხსნამ ცუდი ეპიდემიოლოგიური შედეგი არ გამოიღო. სოციალურ ქსელში სულ ტყუილად მიმდინარეობდა იმ ხალხის შეჩვენება, ვინც მაღაზიებში დადიოდა:).

ასე რომ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ თუ წესებს დავიცავთ, ჩაკეტვის რეჟიმი არ არის აუცილებელი. არც შეზღუდვების თებერვლამდე გადავადება მგონია გამართლებული. შეუძლებელია, ჩვეულებრივ დღეებში იმდენი ადამიანი გაეშუროს სავაჭრო დაწესებულებებისკენ, რამდენიც დეკემბრის ბოლოს იყო. ცალკეულმა ადამიანებმაც და ბიზნესმაც ყველა პირობა შეასრულეს. ცხადია, სახელმწიფოს მხრიდან ზედამხედველობაც ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება ტრანსპორტს, კარგა ხანია ვიმეორებ, რომ უნდა გამონახულიყო გზები (და ამისთვის საკმაო დრო გვქონდა), რომ ავტობუსების რაოდენობა დამატებულიყო, რითაც დისტანციის დაცვის შესაძლებლობა გაჩნდებოდა.  ასევე, თითო ავტობუსზე მომხდარიყო ერთი ისეთი კონტროლიორის უზრუნველყოფა, რომელიც ნამდვილად გაუწევდა ზედამხედველობას წესების დაცვას. ასე ავირიდებდით თავიდან ამ ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ შეზღუდვას, რაც ზუსტად იმ სეგმენტს აზარალებს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები