LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ბუწაშვილი: „50%-ით ნაკლებია რეანიმაციაში მოხვედრის რისკი, 4-5-ჯერ ნაკლებია მართვით სუნთქვაზე გადაყვანის რისკი…“

289
maiabuwashvili2021-2021-01-05-11-51-18-155611

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში ომიკრონის შტამთან დაკავშირებით რამდენიმე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს:

აშშ-ში იზოლაციის დრო 5 დღემდე შემცირდა – რა ინფორმაციას ავრცელებს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

ელენე ჯაფარიძე: „ამ ეტაპზე არსებული მონაცემების თანახმად, 5 დღის შემდეგ 90%-ში „ომიკრონი“ გასულია ორგანიზმიდან…“

„რამდენიმე ინფორმაცია ომიკრონის შტამთან დაკავშირებით (რადგან ომიკრონის გავრცელება სულ ახლახან დაიწყო, კვლევები მწირია, თუმცა რამდენიმე გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით გარკვეული წარმოდგენის შექმნა უკვე შესაძლებელია).

ომიკრონით გამოწვეული კოვიდის ინკუბაციური პერიოდი (ინფიცირებიდან სიმპტომების გამოვლენამდე) შემცირდა 3 დღემდე.

ომიკრონის შტამისთვის დამახასიათებელია 5 ძირითადი სიმპტომი: ცხვირიდან გამონადენი, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, ცემინება და ყელის ტკივილი.

ასევე დამატებით აღინიშნება კოვიდისთვის აქამდე ნაკლებად დამახასიათებელი სიმპტომები: გულისრევა, ღამით ოფლიანობა, წელის ტკივილი.

ხველა შეიძლება იყოს, თუმცა უფრო მსუბუქად გამოხატული, ვიდრე კოვიდის წინამორბედი შტამების შემთხვევაში.

სიცხე შედარებით ნაკლებად ახასიათებს.

ყნოსვის და გემოს ცვლილება ძალიან იშვიათია (დელტას შემთხვევაშიც შედარებით ნაკლებად გვხვდებოდა, ხოლო ომიკრონის შტამი კიდევ უფრო იშვიათად იწვევს ამ სიმპტომს).

ქვედა სასუნთქი გზების დაზიანება შედარებით ნაკლებად ხდება და შესაბამისად, სუნთქვის გაძნელება ნაკლებად ახასიათებს.

ჰოსპიტალიზაცია შემცირებულია 70%-ით (თუმცა ვინაიდან ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ძალიან მაღალია, ჰოსპიტალიზაციის საჭიროების მქონეთა აბსოლუტური რიცხვიც მაღალია. შესაბამისად, ამჟამად საწოლების მაქსიმალური მზადყოფნა მაინც აუცილებელია).

50%-ით ნაკლებია რეანიმაციაში მოხვედრის რისკი, 4-5-ჯერ ნაკლებია მართვით სუნთქვაზე გადაყვანის რისკი.

რეანიმაციაში მოხვედრილთა და მართვით სუნთქვაზე გადაყვანილთა მაღალი პროცენტია არავაქცინირებული.

ვაქცინის სამი დოზა ჰოსპიტალიზაციის რისკს 80%-მდე ამცირებს.

კვლავ საყურადღებოა 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი  – 5%.

ბევრ ქვეყანას სერიოზული პრობლემები აქვს შექმნილი ინფიცირებულთა დიდი რიცხვის გამო სამუშაო ადგილებზე შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით“.

გიორგი ფხაკაძე: „სამწუხაროდ, ჩემი არაერთი კოლეგა ტყუილ მოლოდინს აძლევს ჩვენს მოქალაქეებს, რომ ვითომ ომიკრონის შტამი დაამთავრებს პანდემიას, მაგრამ ყველა ვხედავთ, რომ სიტუაცია ძალიან რთულია…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები