LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ჩხაიძე: „ომიკრონით ინფიცირებისას, როგორც წესი, ბავშვები სამ დღეში უკვე კარგად ხდებიან“

2752
BeFunky-collage (46)

არ მინდა, რომ მშობლები იყვნენ პანიკაში, – ამის შესახებ პედიატრმა მაია ჩხაიძემ “იმედის” ეთერში განაცხადა და ბავშვებში ომიკრონის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა.

მაია ჩხაიძე ამბობს, რომ ომიკრონი ბავშვებში ნამდვილად მსუბუქად მიმდინარეობს და მშობლებს პანიკის საფუძველი არ აქვთ.

როგორც კი დაუდასტურდებათ ბავშვებს, არის შიშები. ომიკრონი კი არის კორონავირუსის შტამი, მაგრამ მისი მართვა სახლის პირობებში შესაძლებელია. როგორც წესი, სამ დღეში ბავშვები უკვე კარგად ხდებიან.“

„ომიკრონის დროს არ ხდება ფილტვების დაზიანება. უფრო ზედა სასუნთქ გზებზეა ლაპარაკი. ​ყველა დედამ იცის კრუპი და კრუპის მართვა. ყველას უდევს დექსამეტაზონი მაცივარში. პირველი დახმარება, როდესაც ბავშვს აქვს მყეფავი ხველა, ხმაურიანი ჩასუნთქვა, არის დექსამეტაზონი.

მშობლისთვის ძალიან ცუდი მოსასმენი და საყურებელია ხმაურიანი სუნთქვა. დედისთვის მთავარი თვისებაა, რომ არ დაიბნეს. დექსამეტაზონს აქვს ძალიან მწარე გემო. ყველა მშობელს ვთხოვ ხოლმე, რომ რაღაც ტკბილ სითხესთან ერთად მისცენ ბავშვს. კრუპის დროს ბავშვი ზედმეტად არ უნდა შევაწუხოთ. ინექცია, ჩხვლეტა ძალიან ცუდია.

რომ ნერვიულობს ბავშვი და ტირის, უფრო შუპდება ზედა სასუნთქი გზები. განმეორებაც იცის კრუპმა. შესაძლოა, რამდენიმე საათში ისევ განმეორდეს,“ – განაცხადა მაია ჩხაიძემ „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე”.

როგორ მიმდინარეობს “ომიკრონი” ბავშვებში და როდის უნდა იყოთ ფრთხილად – პედიატრი გირჩევთ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g