LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ჯაბუა: „ადრე ლიზა მეუბნებოდა, რომ მე ვარ ცივი დედა და არ ვეფერები…“

486
მაია და ლიზა

მაია ჯაბუა ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას, არის თუ არა მკაცრი დედა, ასე პასუხობს:

„არ ვიცი, შეიძლება, მკაცრი ვარ. ადრე ლიზა მეუბნებოდა, რომ მე ვარ ცივი დედა და არ ვეფერები. თვითონ მეფერებოდა და მე ვუხსნიდი: პატარები რომ იყავით, იმდენი გეფერეთ, ახლა თქვენ მომეფერეთ-მეთქი (იცინის). ეს ხუმრობით, მაგრამ რეალურად, შესახედავად ვარ უფრო მკაცრი და ვითომ ცივი, სინამდვილეში – არა. როცა საჭიროა, მაშინ მკაცრი ვარ. თითიდან გამოწოვილი სიმკაცრე რომ ახასიათებს მშობელს, ამაზე მეცინება ხოლმე“.

ვიდეო: „მინდოდა მაია ჯაბუასთვის გამეკეთებინა ეს საჩუქარი და ვფიქრობ, გამომივიდა მისი გაბედნიერება“ -ლიზა ყენია გვიზიარებს ახალ კლიპს, რომელიც მობილურით გადაიღო და თავადვე დაამონტაჟა

მაია ჯაბუას ოჯახური ტრაგედია: „მის გარდაცვალებას ნამდვილად არ ველოდით…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები