LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია მიმინოშვილი განათლების სამინისტროს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ალტერნატივას სთავაზობს

112

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი გამოცდების გაზაფხულზე ჩატარებასთან დაკავშირებით, მიხელ ჩხენკელის ინიციატივას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მას განიხილავენ. თუმცა, მიმინოშვილი ამ ინიციატივაში გარკვეულ სირთულეებსაც ხედავს.

მისი თქმით, ამ დროს მიმდინარეობს სასწავლო პროცესი სკოლებში და უნივერსიტეტებში და ფართის გამოთავისუფლება გამოცდებისთვის გარკვეულ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული. ასევე, მიმინოშვილი აღნიშნავს, რომ გაზაფხულზე საატესტატო გამოცდებიც ემთხვევა, ამიტომ მისაღები გამოცდების გაზაფხულზე გადმოტანას, შესაძლოა, საკანონმდებლო ცვლილებებიც დასჭირდეს. მიმინოშვილი ამბობს, რომ პრობლემის გადასაჭრელად განათლების სამინისტროს ალტერნატიულ ვერსიასაც შეთავაზებს, რომელიც საგამოცდო ცენტრების რაოდენობის გაზრდას გულისხმობს.

მაია მიმინოშვილმა ჟურნალისტებთან მაღალი ტემპერატურის გამო გამოცდების განრიგის შეცვლაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ მხრივ მიღებული გადაწყვეტილება რაიმე პრობლემას არ შექმნის.

“ეს გადაწყვეტულება ყველაზე მძიმე იყო ჩვენთვის იმიტომ, რომ ძალიან რთულ და კომპლექსურ სისტემასთან გვაქვს საქმე და ნებისმიერი პატარა ცვლილებაც კი რისკის ქვეშ აყენებს პროცესს. აქედან გამომდინარე, არ იყო მარტივი ჩემთვის ამ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა, მე სხვა გამოსავალი არ მქონდა ტემპერატურის პრობლემასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ინფორმირებას, ყველა შესაძლო საშუალებები გამოვიყენეთ, მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინებები. ყველა აბიტურიენტმა მიიღო 2-ჯერ ტექსტური შეტყობინება თუ როდის უნდა გამოცხადდეს გამოცდაზე. შესაძლებელია თეორიულად იყოს აბიტურიენტი, რომელიც არც მოკლე ტექსტურ შეტყობინებას კითხულობს, არც ტელევიზიას უყურებს და არც ვებ გვერდზე შედის. ის მაშინ მოვა ჩვეულებრივ დროს, როცა ჰქონდა საგამოცდო ბარათში მითითებული გამოცდის დროს, ბუნებრივია, მას დახვდებიან ჩვენი თანამშრომლები და შეატყობინებენ, რომ უნდა მოვიდეს დღეს კი არა, ზეგ. გადატანილია გამოცდა და ადრე არაა დანიშნული,” – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები