LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკლ ფასბინდერის 10 საუკეთესო როლი

7066
fortunage

40 წლისთვის მაიკლ ფასბინდერმა იმდენად წარმატებული კარიერა გაიკეთა, როგორსაც მისი კოლეგები მხოლოდ ოცნებობენ. მსახიობის ფილმოგრაფიამ დამოუკიდებელი კინოს საუკეთესო ნამუშევრები, კრიტიკოსების მიერ აღიარებული დრამები, მსხვილბიუჯეტიანი ჰოლივუდური ბლოქბასტერები და ცნობილი რეჟისორების შედევრები გააერთიანა.

„მონობის 12 წელი“ (12 Years a Slave, 2013) – სტივ მაკკუინის მძიმე ისტორიაში ფასბინდერმა არამზადა მონათმფლობელი ედვინ ეპისი განასახიერა, რომელიც ერთდროულად სიძულვილისა და ვნების უცნაურ გრძნობას განიცდის მონის პეტსის მიმართ. რეჟისორი სრულად ენდო მსახიობს, მათი ერთობლივი ნამუშევარი კი, პრაქტიკულად ათწლეულის საუკეთესო ფილმად იქცა.

„სირცხვილი“ (Shame, 2011) – „ოსკაროსან“ დრამამდე ფასბინდერმა და მაკკუინმა ორ ფილმზე „შიმშილსა“ და „სირცხვილზე“ იმუშავეს ერთად. კრიტიკის არაერთმნიშვნელოვანი შეფასების მიუხედავად, ფასბინდერმა, რომელმაც ემოციურად გაუწონასწორებელი, პორნოფილმებსა და მეძავებზე შეშლილი მენეჯერი განასახიერა, მხოლოდ ქება დაიმსახურა.

„უცხო: კოვენანტი „ (Alien: Covenant, 2017) – რიდლი სკოტის სამეცნიერო-ფანტასტიკაში, რომელიც კრიტიკოსთა დიდმა ნაწილმა დაიწუნა, ფასბინდერმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნებისმიერ როლს ერთნაირი პასუხისმგებლობით ეკიდება და ყველა როლს ერთნაირად კარგად ასრულებს.

„ფრენკი” (Frank, 2014) – ლენი აბრაჰამსონის ინდი-კომედიაში ფასბინდერმა არაღიარებული როკ-ჯგუფის ლიდერი განასახიერა. სასაცილო, საოცრად მომხიბვლელი, თუმცა გონეირი ფრენკი – ფრენკ საიდბოტემის პროტოტიპია. როგორც თავად ფასბინდერმა განაცხადა, ძალიან მოეწონა პაპიე-მაშეს გიგანტური თავის ტარება, რადგან არ მოუწია „სახით თამაში“.

„მაკბეტი“ (Macbeth, 2015) – ჯასტინ კურზელის ტრაგედიაში ფასბინდერმა, რომელსაც მარიონ კოტიარმა გაუწია პარტნიორობა, მსოფლიო ლიტერატურის უდიდესი ტრაგიკული ანტიგმირი – შოტლანდიის შეშლილი მეფე განასახიერა და კრიტიკოსების მოწონებაც დაიმსახურა.

„უსახელო ნაბიჭვრები“  (Inglourious Basterds, 2011) – კვენტინ ტარანტინოს ფილმში მსახიობმა ბრიტანული არმიის ოფიცრის არჩიბალდ ჰიკოქსის როლი შეასრულა და სწორედ მაშინ მოიპოვა მსოფლიო აღიარება.

„იქს-ადამიანები: პირველი კლასი“ (X-Men: First Class, 2011) – მეთიუ ვონის ბოევიკში კომიქსების ისტორიის ყველაზე ცნობილი ბოროტმოქმედის – მაგნეტოს როლი ფასბინდერმა იენ მაკკელენისგან გადაიბარა, ამიტომ ორმაგად საპასუხისმგებლო აღმოჩნდა მასზე მუშაობა.

„სტივ ჯობსი“ (Steve Jobs, 2015) – მართალია, მსახიობი აბსოლუტურად არ ჰგავს რეალურ პროტოტიპს, მაგრამ აარონ სორკინის ბიოგრაფიულ დრამაში მისი თამაში არა მხოლოდ საოცრად დამაჯერებელი, არამედ საუკეთესო აღმოჩნდა კოლეგების ფონზე.

„მკაცრად დასავლეთისკენ“ (Slow West, 2015) – მართალია, ჯონ მაკლინის ვესტერნს ბევრი პირქუში, მომქანცველი ფილოსოფიური იგავის ბედს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ „მკაცრად დასავლეთისკენ“ საოცრად მომხიბვლელი, სანახაობრივი ისტორია გამოვიდა არაჩვეულებრივი მსახიობების, პირველ რიგში მაიკლ ფასბინდერის მონაწილეობით.

„შიმშილი“ (Hunger, 2008) – სწორედ ამ ფილმით დაიწყო ფასბინდერისა და მაკკუინის ხანგრძლივი თანამშრომლობა და სწორედ აქ მიაღწია ფასბინდერმა წარმატების პიკს. ერთი პლანით გადაღებული 17-წუთიანი სცენა, როცა ფასბინდერის პერსონაჟი – ბობი სენდსი პასტორს ესაუბრება, ფილმის ყველაზე შთამბეჭდავ ეპიზოდად იქცა და პრაქტიკულად განსაზღვრა ფილმის წარმატება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g