LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაილი საირუსი ქართველი დიზაინერის ნამუშევრით გამოჩნდა (ფოტოები)

584
milisairus

მსოფლიოში ცნობილი პოპვარსკვლავი, მაილი საირუსი ქართველი დიზაინერის, გიორგი ქებურიას მიერ შექმნილ ზედაში გამოჩნდა. ქებურიას ნამუშევარი საირუსმა ერთ-ერთი ფოტოგადაღებისთვის მოირგო.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქებურიამ ახალი კოლექცია ახლახან წარადგინა მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე თბილისში.

ქართველი დიზაინერის კოპლებიანი ნამუშევარი მცირე ხნის წინ ლედი გაგამაც მოირგო და ფოტო სოციალურ ქსელში განათავსა.

გიორგი ქებურიას თხელ სათვალეებს კი რიანადან დაწყებული კორტნი კარდაშიანით დასრულებული, უამრავი უცხოელი არტისტი და ცნობილი სახე ატარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები