LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაილი საირუსმა სიმღერა ყოფილ ქმარსა და ახალ შეყვარებულ გოგონას მიუძღვნა (ფოტო/ვიდეო)

456
Untitled design (3)

გუშინ ნიუ-ჯერსიში დაჯილდოვების ცერემონიალი MTV Music Video Awards გაიმართა, რომელიც უამრავი საინტერესო მომენტით გამოირჩეოდა. შოუს ხანმოკლე პაუზის შემდეგ დაუბრუნდა ტეილორ სვიფტი, რომელმაც ახალი ჰიტები You Need To Calm Down და Lover შეასრულა. გამარჯვებულებს შორის იყვნენ Lil Nas X, ბილი რეი საირუსი, არიანა გრანდე, ქარდი ბი, შონ მენდესი, ძმები ჯონასები და სხვა მუსიკოსები.

ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წლევანდელ შოუზე მაილი საირუსის მიერ შესრულებული სიმღერა გახდა. მუსიკოსმა ცნობილი ჰიტი  Slide Away შეასრულა, რომელიც ლიამ ჰემსვორტთან დაშორებას მიუძღვნა. პარალელურად კი სიმღერა საირუსის ახალი რჩეულისთვის, კეიტლინ კარტერისთვის შესრულდა, რომლის გამოც საირუსი მეუღლეს დაშორად. შესრულება საკმაოდ ემოციური და დრამატული გამოვიდა.  

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები