LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიმუნებმა კორონავირუსის ტესტების ნიმუშები გაიტაცეს

174
მაიმუნი

ლაბორატორიის ასისტენტთან “შეტაკების” შემდეგ, მაიმუნები კორონავირუსის ტესტების ნიმუშებთან ერთად გაიხნენ – შემთხვევა ინდოეთში მოხდა. ერთ-ერთი მაიმუნი მოგვიანებით ხეზე შენიშნეს, რომელიც ამ ტესტების ნიმუშს ღეჭავდა.  

ლაბორატორიის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ისინი კორონავირუსის გამავრცელებლები არ იქნებიან.

ადგილობრივმა მედიამ აჩვენა ისინი დელის სხვადასხვა ნაწილში ხალხმრავალ ადგილებში. მათი თქმით, ცხოველები ადამიანებთან ერთად ცხოვრებას შეგუებულები არიან და თვლიან, რომ დიდი შანსია, მათი საჭმლით იკვებონ კიდეც. 

ლაბორატორიის წარმომადგენლები ყველას ურჩევენ, არ აჭამოს მაიმუნებს სანამ კოვიდ 19 მძვინვარებს. ექსპერტების თქმით, ასე შეიძლება ვირუსმა მუტაციაც კი განიცადოს. 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები