LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალე გავხდებით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები – კახა კუჭავა

82
BeFunky-collage (9)

ჩვენი მიზანდასახულობით და თანმიმდევრული გეგმით მალე გავხდებით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ევროპის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგოც კახა კუჭავა აღნიშნავს, ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაზე საქართველომ უკვე მიაღწია მნიშვნელოვან, ხელშესახებ შედეგებს.

საქართველო-ევროპის ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორც დღესაა – პრემიერი

“გილოცავთ ევროპის დღეს! 1950 წლის 9 მაისს საფუძველი ჩაეყარა ერთიან მშვიდობიან და ძლიერ ევროპას.

კულტურულად ისტორიულად და პოლიტიკურად საქართველო ყოველთვის იყო ევროპის განუყოფელი ნაწილი. საქართველო იზიარებს საერთო ევროპულ ფასეულობებს, რომლებიც ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის პატივისცემას, მშვიდობიან განვითარებას, მოქალაქეების კეთილდღეობას, საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენლისთვის თვითრეალიზების შესაძლებლობებს გულისხმობს.

დიდი ევროპული ოჯახის წევრობა ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია. დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი დღიდან ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს საშინაო და საგარეო მიზნების მიღწევაში ეს მხარდაჭერა ფასდაუდებელია და ევროპული სოლიდარობის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს.

"ევროკავშირთან ერთად უფრო ძლიერები ვართ" - 9 მაისი ევროპის დღეა

"მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ყველა სფეროს აღდგენასა და განვითარებაში. თანამშრომლობას მოაქვს სიძლიერე".

ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაზე საქართველომ უკვე მიაღწია მნიშვნელოვან, ხელშესახებ შედეგებს. ჩვენი მიზანდასახულობით და თანმიმდევრული გეგმით მალე გავხდებით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები. საქართველოს პარლამენტი ხელს შეუწყობს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და რეფორმების გატარებით საფუძველს ჩაუყრის საქართველო ევროკავშირის ურთიერთობების ახალ ეტაპს.

2024 წელს საქართველო ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე გააკეთებს განაცხადს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ევროპის დღეს!”. – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე, რომლის განცხადებასაც საქრთველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g